Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 აპრ 2024

სამცხე-ჯავახეთის იურისტები და სასამართლოს თანამშრომლები იუმჯობესებენ შრომის სამართლის ცოდნას

 

2024 წლის 30 მარტს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ოცდაოთხმა იურისტმა, ასევე ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის ადვოკატებმა, ახალციხის რაიონული სასამართლოს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ შრომის სამართლის ტრენინგზე.

შეხვედრაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა, საქართველოში შრომისა და დასაქმების სხვადასხვა საკითხები განიხილა. შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებები, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, შრომითი უფლებები და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. ტრენინგის დასკვნით ნაწილში განხილულ იქნა შრომითი დავების შესახებ სასამართლო პრაქტიკა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ დისკუსია და დაესვათ კითხვები ექსპერტისთვის.

მათი განსაკუთრებული დაინტერესება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის იგივე ან ეკვივალენტურ თანამდებობაზე აღდგენამ და კომპენსაციის მიღებამ დაიმსახურა. შეხვედრა სამართლის უზენაესობის პროგრამის ჰაბის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი იურისტების ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით გასატარებელი ტრენინგების სერიიდან პირველია.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები