Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 მაი 2023

სამცხე-ჯავახეთში მართლმსაჯულების საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საჯარო დისკუსიებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე საქართველოს რეგიონებში. 2023 წლის 19 მაისს, დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრმა (DIRC) სამცხე-ჯავახეთში, სტუდენტებთან და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრები. შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა გავლენას ახდენს სასამართლო რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში DIRC-ის წარმომადგენლებმა სოფო ვერძეულმა, ნინა ჩიხლაძემ და ბიკო ქართველიშვილმა ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობის, გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. კერძოდ, განიხილეს სისტემის მდგომარეობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12 რეკომენდაციასთან მიმართებით. სტუდენტები დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ განხორციელდა მოსამართლეების შეფასება სხვა ქვეყნებში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მოსამართლეების დანიშვნა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა.

მედიისა და ადგილობრივი ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა. DIRC-ის წარმომადგენლებმა დამსწრეებს სასამართლო რეფორმის პრაქტიკულ ასპექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივ გამოწვევებზე, მათ შორის ენობრივ ბარიერებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე.

რეგიონული შეხვედრები DIRC-ის პროექტის ნაწილია, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულების სექტორში მიმდინარე მოვლენებთან და ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებით.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები