Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 ივნ 2023

სამცხე-ჯავახეთში მენტორობის მისია დაიწყო

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამოსამართლეო გამოცდილების გაზიარების მისია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო. 13 ივნისს, ამერიკელი მოსამართლე თიმ ბალანდი, სამართლის უზენაესობის პროგრამის მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის მენეჯერის მამუკა მამაცაშვილის თანხლებით ჩავიდა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში მენტორობის პროგრამის მისიის დასაწყებად.  

მოსამართლე ბალანდი მჭიდროდ ითანამშრომლებს ახალციხისა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოებთან, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოებთან, ახალციხის უნივერსიტეტთან და იურიდიული დახმარების სამსახურთან.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკელი მოსამართლე თავის გამოცდილებას გაუზიარებს ადგილობრივ მოსამართლეებს, ადვოკატებსა და სამართლის სტუდენტებს, ეწვევა სასამართლო სხდომებს და გამართავს როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ შეხვედრებს მოსამართლეებთან, სასამართლოს თანამშრომლებთან, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებთან, კერძო ადვოკატებთან და სამართლის სტუდენტებთან. მოსამართლე ბალანდი სამცხე-ჯავახეთში აღნიშნული საქმით ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეასრულებს.

ახალციხეში ყოფნის პირველ დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბალანდის მონაწილეობით საქმიანი შეხვედრა გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანაიტ ოგანესიანი, მოქმედი მოსამართლეები და სასამართლოს თანამშრომლები თბილად შეხვდნენ ამერიკელ კოლეგას. თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა და დააფიქსირა მისი მზადყოფნა ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ამერიკელ მოსამართლეს. შეხვედრაზე გამართული დისკუსია მოიცავდა მენტორობის მისიის მიზნებს, მნიშვნელობას და მოსალოდნელ შედეგებს საქართველოს სასამართლო სისტემისთვის.

მეორე დღეს ამერიკელი მოსამართლე ახალციხის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს დავით ხობელიას შეხვდა. შეხვედრისას დეკანმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივ სტუდენტებს შორის გაავრცელა ინფორმაცია ამერიკელი მოსამართლის ვიზიტის შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტების თვითმმართველობის ორგანოებში. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო სემესტრი უკვე დასრულებული იყო, სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ამერიკელ მოსამართლეს და მონაწილეობა მიეღოთ მოსამართლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

უნივერსიტეტში შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსამართლე ბალანდი ახალციხის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ესტუმრა, სადაც ბიუროს ხელმძღვანელს დავით ზარიძეს შეხვდა.

ამჟამად, მოსამართლე ბალანდი ახალციხეში ცხოვრობს და აქტიურად ესწრება სასამართლო სხდომებს რაიონულ სასამართლოში და რეგულარულად ხვდება კოლეგა მოსამართლეებს.

*****

მოსამართლე თიმოთი ჯ. ბალანდი მსახურობდა მინესოტას რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 1984 წლიდან 2006 წლამდე. იგი მინესოტას შტატის ადვოკატთა ასოციაციის ზოგადი პრაქტიკის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და 1979-1982 წლებში მუშაობდა სექციის პრეზიდენტად. ორი წლის განმავლობაში მსახურობდა მეშვიდე სასამართლო ოლქში სახალხო დამცველის თანაშემწედ. 2012-2016 წლებში სხვა ფუნქციებთან ერთად, ის ეხმარებოდა მინესოტას სასამართლო სტანდარტების საბჭოს საჩივრების განხილვასა და გამოძიებაში, საბჭოს განსახილველად საჩივრების შინაარსის მომზადებაში, და წერილების შედგენაში, რომლებიც აწვდიდნენ მომჩივანებს ინფორმაციას საბჭოს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

მოსამართლე ბალანდს ასევე აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო დონეზე. ის 2005 წელს მსახურობდა საერთაშორისო მოსამართლედ კოსოვოში გაეროს მისიაში, რის შემდეგაც, დამატებითი ვადით გააგრძელა მოღვაწეობა 2006 წლიდან 2008 წლამდე. მომდევნო 2008-2010 წლებში იგი იყო კოსოვოს დამოუკიდებელი სასამართლო და საპროკურორო კომისიის პრეზიდენტი, რომელიც ამოწმებდა და აფასებდა მოსამართლეობისა და პროკურორობის კანდიდატებს, მათ შორის ახალ მთავარ მოსამართლეს, გენერალურ პროკურორსა და 330 სხვა მოსამართლესა და პროკურორს.

2011-2019 წლებში მოსამართლე ბალანდმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდასაჭერად ჩაატარა ტექნიკური დახმარების მთელი რიგი ღონისძიებები. მაგალითად, 2019 წელს მან სამუშაო შეხვედრები გამართა მოსამართლეებისთვის და მათი თანაშემწეებისთვის სასამართლო დარბაზში კომუნიკაციისა და სასამართლო დარბაზის მენეჯმენტის შესახებ და შექმნა ე.წ „ჯიბის გზამკვლევი“ ამ თემებზე მოსამართლეების მიერ სასამართლო დარბაზებში გამოსაყენებლად. 2017 წელს მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ სამუშაო შეხვედრაზე შეიმუშავა და წარადგინა ცვლილებები „საქართველოს სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანად.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები