Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 აპრ 2024

IDFI-მ სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიში წარადგინა

2024 წლის 29 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საკონსტიტუციო სასამართლოს, პარლამენტის აპარატის, სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული სფეროს 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა და USAID/კავკასიის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქორინ როთბლუმმა გახსნეს.

თავის გახსნის სიტყვაში ქორინ როთბლუმმა განაცხადა: "USAID თანამშრომლობს IDFI-სთან და სხვა ორგანიზაციებთან საქართველოში, და სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, კვლევას, შეფასებას და დისკუსიებს უჭერს მხარს. მსგავსი ღინისძიებები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა გავეცნოთ კვლევის შედეგებს და განვიხილოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ  გამოწვევების მოგვარებას უზრუნველყოს. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ამ დისკუსიის ნაწილი. სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მნიშვნელოვან სამართლებრივ პრეცედენტებს ქმნიან, ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია როგორც ინფორმაციის თავისუფლების პერსპექტივიდან, ასევე სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად.“

შეხვედრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის ძირითად კონსტიტუციურ სტანდარტებზე ისაუბრა. IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ.

IDFI-ის ანგარიში სასამართლო აქტებთან დაკავშირებული კანონისა და პრაქტიკის ცვლილებებს მიმოიხილავს. ანგარიშის მიხედვით, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევიდა, ადგენს გაუმჯობესებულ სტანდარტებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გზით სასამართლო აქტებზე წვდომისათვის. თუმცა, მონიტორინგმა საკანონმდებლო ცვლილებების სრულად აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები გამოავლინა.

კერძოდ, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს ყველა საერთო სასამართლომ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო 2024 წლის 26 მარტის მდგომარეობით, რვა სასამართლომ ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ მიაწოდა ორგანიზაციას. ამასთან, არ განახლებულა სასამართლო აქტების პროაქტიული გამოქვეყნება ecd.court.ge-ს ვებ გვერდზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები