Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 - 29 იან, 2023

სასამართლო მედიაციის ცენტრების გაფართოებისა და მუშაობის მხარდაჭერა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განაგრძობს საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და სასამართლო მედიაციის ცენტრების მხარდაჭერას მედიატორების, მოსამართლეებისა და ადვოკატების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე მათ მიერ ქვეყანაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ძალისხმევის ხელშეწყობის გზით. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორების საკოორდინაციო საბჭოს წლიურ შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრისას თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების მედიაციის ცენტრების კოორდინატორებმა  ახლადგახსნილ ცენტრებში მომუშავე კოლეგებს საქმის მართვის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, განიხილეს ის გამოწვევები, რასაც ისინი საქმეთა გადაცემის პროცესში აწყდებიან. ამასთანავე, შეხვედრის დროს მოხდა მოსაზრებების გაცვლა არსებულ პროცედურებზე და მსჯელობა იმაზე, თუ რა სახის მონაცემების შეგროვება უნდა მოხდეს მონიტორინგისა და სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის. 

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ „სასამართლოები საქართველოში მედიაციის განვითარების საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, რადგან ამჟამად საქმეთა მედიაციაში გადაცემის ინიცირება ძირითადად სასამართლოებიდან ხდება“. 

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ კოორდინატორთა საბჭო იმ მიზნით ჩამოაყალიბა, რომ სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებისთვის შექმნილიყო პლატფორმა, სადაც მოხდებოდა მოსაზრებების გაცვლა და შესაძლებელი იქნებოდა გამოცდილებების გაზიარება. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიმართ, რადგან ამ საქმიანობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას როგორც ასოციაციაში, ასევე სასამართლო სისტემაში, რაც საერთო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყანაში მედიაციის განვითარებას“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.  

მისასალმებელ სიტყვაში პროგრამის ADR მრჩეველმა, სოფო ტყემალაძემ აღნიშნა: „კოორდინატორებს წამყვანი როლი ეკისრებათ მედიაციაში საქმეთა მართვის, მომხმარებელთა კმაყოფილების, მონაცემების მონიტორინგისა და გამოცდილების გაზიარების გზით სწავლების თვალსაზრისით. ამ შეხვედრის დახმარებით, მედიაციის ახლადგახსნილი ცენტრების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, გაიგონ, თუ რა საჭიროებები და გამოწვევები არსებობს საქმეთა მართვის პროცესში მოსამართლეებთან მიმართებაში, რომლებიც საქმეებს გადასცემენ მედიაციაში; მედიატორებთან - რომლებიც განიხილავენ საქმეებს; საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან - რომელიც ნიშნავს მედიატორებს (მხარეების შეთანხმების არარსებობოს შემთხვევაში); და მხარეებთან - პროცესით მოსარგებლეებთან. შეხვედრა ასევე ეხმარება იმ მედიაციის ცენტრების კოორდინატორებს, რომლებიც რამდენიმე წელია, რაც მუშაობენ, რომ მოახდინონ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ახალი მიდგომების შესახებ მოსაზრებების გაცვლა, ასევე შეთანხმდნენ, თუ რა ტიპის მონაცემები უნდა აღირიცხოს, რათა მოხდეს ცენტრის პროგრესის მონიტორინგი და ანალიზი“. 

ამჟამად, საქართველოში 11 სასამართლო მედიაციის ცენტრია გახსნილი. 2023 წლის განმავლობაში იგეგმება ახალი ცენტრების გახსნა დედოფლისწყაროსა და ახალციხის რაიონულ სასამართლოებში, ფოთის საქალაქო სასამართლოში, ზესტაფონისა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოებში. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები