Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 ივლ - 01 აგვ, 2023

სასამართლო პროცესებზე ბავშვების უფლებების დაცვა

29-30 ივლისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გამართა ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის შეხვედრა, სადაც 18-მა მოსამართლემ მიიღონ მონაწილეობა.  შეხვედრის მთავარი თემა იყო ბავშვებთან დაკავშირებული საქმეების საჯაროდ განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და საქმის მასალების განსაჯაროება, ასევე სასამართლოში ბავშვის გამოკითხვის მეთოდები. საკითხებზე მსჯელობა გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და აშშ-ს სასამართლოების მიდგომების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე რამდენიმე სესია, რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს საქმის ღიად და საჯაროდ განხილვის უფლებასთან დაკავშირებით ჩაატარა ადამიანის უფლებათა ადგილობრივმა ექსპერტმა, ლევან მაისურაძემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატა თედეშვილმა აგრეთვე გაუზიარეს მონაწილეებს საკუთარი გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებები გადაწყვეტილებების საჯაროობასთან და ბავშვის ინტერესების დასაცავად დაშვებულ გამონაკლისებთან დაკავშირებით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში მოწვეულმა ამერიკელმა მოსამართლემ და ბავშვის უფლებათა ექსპერტმა, პეგი ვოქერმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე და უპასუხა  კითხვებს აშშ-ს სამართლის  საფუძველზე. მან ღირებული ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მოსამართლეებმა, სოციალურმა მუშაკებმა და სხვა პროფესიონალებმა კოორდინირებულად და იდენტური სტანდარტებითა და მიდგომებით, რათა დაიცვან საქმეში ჩართული ბავშვების ინტერესები.

შეხვედრის ბოლოს, მოსამართლე ლევან დარბაიძემ (გორის რაიონული სასამართლო) გაუზიარა კოლეგებს ლაიდენში (ნიდერლანდებში) სასწავლო ვიზიტიდან მიღებული გამოცდილება, სადაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმყოფებოდა. ლაიდენში მოსამართლე დარბაიძე მოსამართლეებისა და სხვა პროფესიონალებისთვის განკუთვნილ საზაფხულო სკოლას დაესწრო, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვების უფლებებს და ბავშვებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულ ანალიზს. ლევან დარბაიძე აგრეთვე გაეცნო ნიდერლანდების სასამართლოების ორგანიზაციული მოწყობისა და პროცესების წარმეობის წესებსა და მიდგომებს.

შეხვედრამ  ქართველ მოსამართლეებს საშუალება მისცა ადგილობრივ და და ამერიკელ ექსპერტთან ერთად ემსჯელათ საუკეთესო პრაქტიკაზე და გაეზიარებიათ ერთმანეთისთვის ცოდნა. ამ ტიპის განხილვები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას და ბავშვების უფლებების დაცვას სასამართლო პროცესებზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები