Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 - 29 იან, 2023

სასამართლოს და საზოგადოების ჩართულობის გეგმის განხილვა ხაშურის სასამართლოში

USAID სამართის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს სასამართლოების მხარდაჭერას საქმიანობის გაუმჯობესებაში და მათ მიერ სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებაში.

2023 წლის 28-29 იანვარს, ხაშურის რაიონული სასამართლოს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა, მონაწილეობა მიიღეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამუშაო შეხვედრში, რომელიც სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გეგმის საკითხებს ეხებოდა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, ტიმ ბუნიევაცმა და საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორმა, მარიამ გობრონიძემ გამართეს სესია სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკის შესახებ მთელი მსოფლიოდან.

ბუნიევაცი ხელახლა შეეხო საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, რაც იყო ხაშურის რაიონულ სასამართლოსთან 2022 წლის 30 ივლისს გამართული სემინარის მთავარი თემა და მონაწილეებს შეახსენა მისი მნიშვნელობა და კავშირი სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობასთან. 

შემდეგ სესიაში ბუნიევაცმა და მარიამ გობრონიძემ,  ხაშურის თემის კონკრეტული სამართლებრივი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით გამოიყენეს ჯგუფური სავარჯიშოები. ამის შემდეგ წარმართული, ინტერაქტიური დისკუსია ფოკუსირებული იყო სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის წარმატებული გეგმის ელემენტების იდენტიფიცირებაზე. 

სამუშაო შეხვედრა დასრულდა პრაქტიკული/ჯგუფური სავარჯიშოთი, რომელიც მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების დაკმაყოფილებისა და სასამართლოსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის ჩართულობის გაზრდის მიზნით მათივე მიერ საკუთარი სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის გეგმის პროექტის შემუშავებას მოიცავდა. გეგმა გულისხმობს სასამართლოს მისიის განაცხადს, სასურველ შედეგებს და აქტივობებს იდენტიფიცირებული საზოგადოებრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ძირითად რესურსებსა და დაინტერესებულ მხარეთა მხარდაჭერას, რომელიც საჭირო იქნება შემოთავაზებული აქტივობების განსახორციელებლად. 

მონაწილეებმა წარმოადგინეს საზოგადოების ჩართულობის აქტივობების სერია, რომელიც სასამართლოს სურს განახორციელოს მომდევნო 24 თვეში, როგორიცაა: სასამართლოს ღია კარის  დღეები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, პარტნიორობა ადგილობრივ სკოლებთან სამართლებრივი ესეების კონკურსების და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩასატარებლად, მრგვალი მაგიდის დისკუსიები, სასამართლო მთარგმნელობითი მომსახურების გაუმჯობესების საკითხი და გამოფენები.

ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა მადლობა გადაუხადა პროგრამას მხარდაჭერისთვის და დაადასტურა სასამართლოს მისწრაფება საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისადმი და მზადყოფნა ითანამშრომლოს სამართლის უზენაესობის პროგრამასთან, რათა საბოლოო სახით შემუშავდეს საზოგადოებრივი ჩართულობის გეგმა და უახლოეს მომავალში დაიწყოს მისი განხორციელება.

„სემინარის თითოეული კომპონენტი გონივრულად იყო დაგეგმილი, რათა ხელი შეეწყოს ჩვენი სასამართლოს განვითარებას და გაუმჯობესდეს მისი ფუნქციონირება. აუცილებლად გამოვიყენებ ინფორმაციას სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში და ამ ცოდნას ჩემს თანამშრომლებსაც გავუზიარებ“. – გოჩა მელიქიძე, სასამართლოს მენეჯერი, ხაშურის რაიონული სასამართლო.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები