Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 - 26 მარ, 2023

მედიაციის შესახებ მსჯელობა იმერეთში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებთან და იურისტებთან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ხელს უწყობს სასამართლო მედიაციის გამოყენებას საქართველოში და მუშაობს ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებაზე საზოგადოებაში და იურისტებს შორის.  

ამ მიზნით, პროგრამამ მედიაციის შესახებ შესაძლებლობების განვითარების პროგრამების სერია წამოიწყო, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს მოიცავს.

2023 წლის 21-დან 26 მარტამდე, პროგრამამ ტრენინგები ჩაუტარა იურიდიული სამსახურის იმერეთის ბიუროს კონსულტანტებსა და ადვოკატებს. კონსულტანტების ტრენინგი (21-22 მარტი) მედიაციის არსსა და პრინციპებს ეხებოდა. მისი მიმდინარეობისას ასევე განიხილეს საქმეთა ის ტიპები, რაც იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის ქვეშაა და შესაძლებელია მათი მედიაციის გზით გადაჭრა. ტრენინგი დასრულდა როლური სავარჯიშოთი, რომლის დროსაც მონაწილეებმა გაითამაშეს სცენარი, სადაც ისინი  საკუთარ ბენეფიციარებს დავების მედიაციის გზით გადაჭრის პოტენციალზე ესაუბრნენ.  

ადვოკატებისთვის ჩატარებული ტრენინგის (24-25 მარტი) მიზანი ორი მიზეზის გამო იყო განსხვავებული: იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ხშირად წარმოადგენენ საკუთარ ბენეფიციარებს მოლაპარაკებების დროს და მათ უწევთ წარმომადგენლების/საოჯახო დავების დროს ბავშვთა უფლებათა დამცველების როლის შესრულება, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოლაპარაკებების წარმოების პროცესში ინტერესებზე დაფუძნებული და სამედიაციო უნარები გამოიყენონ, რაც მათ კლიენტებს საკუთარ ინტერესებზე, და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული შედეგების მიღწევაში დაეხმარება. ადვოკატების ტრენინგი უფრო ვრცელი იყო და ის ეხებოდა აქტიური მოსმენის, გამოკვლევის და ვაჭრობის უნარების განვითარებას, რაც შესაძლებელია, რომ ადვოკატებმა პრაქტიკაში გამოიყენონ. ადვოკატებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ღია კითხვების დასმისა და აქტიურმა მოსმენის ტექნიკამ, როცა ისინი როლური თამაშის დროს, რომელიც კონკრეტულად ბავშვზე მეურვეობის და საოჯახო დავის სხვა ნიუანსებს ითვალისწინებდა, მოწინააღმდეგე მხარის დარწმუნებას ცდილობდნენ.

ტრენინგს საერთო ჯამში ოცდაათი ადვოკატი და კონსულტანტი დაესწრო, რომლის დროსაც მოხდა მათი ინფორმირება იმის შესახებ, რომ საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში, მოქმედებს როგორც სასამართლო, ისე კერძო მედიაციის ცენტრები. ასევე განიხილეს, თუ ვინ არიან მედიატორები, როგორ ხდება მათი კონკრეტული დავისთვის შერჩევა, რა პროცედურები და ვადებია და რა ხარჯები უკავშირდება მედიაციას.

ტრენინგს პროგრამის ექსპერტი, სოფო ჩაჩავა, რომელიც ამავდროულად იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრიცაა, და სოფო ტყემალაძე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველი უძღვებოდნენ. მსგავსი ტრენინგები მომდევნო თვეების განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროების წარმომადგენელ კონსულტანტებსა და ადვოკატებსაც ჩაუტარდებათ.

იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ჩატარებულ ტრენინგებთან ერთად, პროგრამის წარმომადგენელმა და ექსპერტმა ქუთაისში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მისი მიზანი მედიაციის (როგორც სასამართლო, ისე კერძო) შესახებ მათი ინფორმირება და იმის ახსნა-განმარტება იყო, თუ როგორ მუშაობს იგი, რათა ამ ორგანიზაციებმა საკუთარ ბენეფიციარებსა და მოქალაქეებს ამ მექანიზმის გამოყენება ურჩიონ. პროგრამის მოწვევით შეხვედრას ქუთაისში აკრედიტებული მედიატორები დაესწრნენ, რამაც საშუალება მისცა მონაწილეებს ერთმანეთი გაეცნოთ და პროცესის მიმართ ნდობა გასჩენოდათ.

ზოგიერთმა დამსწრე ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიმჩნევა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების გააქტიურება მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა დარწმუნების მიმართულებით, რათა მათ სცადონ მედიაცია, ხოლო ადგილობრივმა მედიატორებმა კმაყოფილებით განაცხადეს, რომ ოთხ მათგანს პირველი სამედიაციო საქმეები დაეწერა. ეს დადებითი ახალი ამბავი გარკვეულწილად პროგრამის წინა ძალისხმევის დამსახურებაა, რაც მედიაციის პროცესში მოსამართლეთა უნარების გაძლიერებითა და მათი ამ პროცესის მიმართ ნდობის ზრდითაა განპირობებული.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები