Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 თებ 2023

საუბრები მედიაციაზე ადვოკატებთან თბილისში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მუშაობს, რათა მოხდეს სასამართლო მედიაციის უფრო ფართოდ გამოყენება და მედიაციის შესახებ ადვოკატების ცნობიერების ამაღლება.

ამ მიზნით, პროგრამამ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მედიაციის შესახებ საუბრების ციკლი წამოიწყო. საუბრებისას იმ ადვოკატების მიერ, ვისაც მედიაციაში კლიენტის წარმომადგენლობის გამოცდილება გააჩნიათ, ხდება კოლეგებისთვის, რომლებსაც ჯერ არ მიმართულებით არ უმუშავიათ, აღნიშნულ საკითებზე გამოცდილების გაზიარება.   

2023 წლის 16 თებერვალს, პირველი ამ ტიპის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პროგრამამ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი თბილისში მოღვაწე ოცი ადვოკატი მოიწვია.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან კოორდინაციით, პროგრამამ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადვოკატები ირაკლი კორძახია და თეა ჭეიშვილი მოიწვია, რომლებიც რამდენიმე წელია, რაც მედიატორობას ეწევიან. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: პროცესის მიმდინარეობისას როდის ურჩევენ ადვოკატები კლიენტებს მედიაციას? როგორ ურჩევენ მედიაციას და როგორ უმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რაც მედიაციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისას ადვოკატის „სისუსტის“ აღქმას უკავშირდება? როგორ გეგმავენ და უთანხმებენ კლიენტს მომსახურების საფასურს მედიაციაში წარმომადგენლობის შემთხვევებისთვის? რა სხვა სარგებელს იღებს კლიენტი დავის მედიაციით გადაწყვეტისას? როგორ უნდა იქნას შედგენილი მედიაციის ან დავის გადაწყვეტის მრავალსაფეხურიანი (მედიაცია-არბიტრაჟის) მუხლი?

„ადვოკატები გადამწყვეტ როლს თამაშობენ მედიაციის ხელშეწყობის საქმეში, რადგან კლიენტები მათ ენდობიან და ისინი გაითვალისწინებენ რჩევას, გააკეთონ თუ არა არჩევანი მედიაციის სასარგებლოდ. ადვოკატების მომზადება და მათი აღქმა მედიაციის შესახებ ასევე ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი ეფექტიანი ან უსარგებლო იქნება მათი ამ პროცესში ჩართულობა. საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ადვოკატებმა შეიტყონ ამ პროცესის შესახებ და ნდობა გაუჩნდეთ მის მიმართ, არის იმ კოლეგებთან საუბარი, რომლებმაც უკვე ცადეს მედიაცია და ხშირად იყენებენ მას“ - განაცხადა მისალმებისას სოფო ტყემალაძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა.

„აუცილებელია, რომ ადვოკატებს სრულყოფილად ესმოდეთ მედიაციის პროცესი, რათა მათ კლიენტებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტიანი წარმომადგენლობა განახორციელონ ამ პროცესში. ეს შეხვედრები ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ადვოკატებს შეუძლიათ თავისუფლად დასვან შეკითხვები, მოახდინონ თავიანთი მოლოდინებისა და/ან პროცესის მიმართ სკეპტიციზმის გაზიარება, და მოუსმინონ იმ ადვოკატებს, რომლებსაც აქვთ მედიაციაში საქმეთა გადაცემისა და კლიენტების წარმომადგენლობის გამოცდილება.” – განაცხადა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

პროგრამა მსგავსი შეხვედრების გამართვას თბილისში, გორში, მცხეთაში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში გეგმავს.

 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები