Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 მარ 2023

საუბრები მედიაციაზე ადვოკატებთან ქუთაისში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განაგრძობს მედიაციაზე საუბრების ჩატარებას, რათა მოხდეს სასამართლო მედიაციის უფრო ფართოდ გამოყენება და მედიაციის შესახებ ადვოკატების ცნობიერების ამაღლება. პროგრამამ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან პარტნიორობით,  ქუთაისში მოღვაწე ასოციაციის წევრი ოცი ადვოკატი მიიწვია რიგით მეორე „მედიაციის შესახებ საუბრებში“ მონაწილეობის მისაღებად. [პირველი შეხვედრა 16 თებერვალს თბილისში გაიმართა].

საუბრები მედიაციაზე წარმოადგენს იმ ადვოკატებს შორის შეხვედრას, ვისაც მედიაციაში კლიენტის წარმომადგენლობის გამოცდილება გააჩნიათ იმ კოლეგებთან, რომლებსაც ჯერ არ მიმართულებით არ უმუშავიათ.  შეხვედრაზე მოწვეული იყო აგრეთვე შვიდი ქუთაისელი ადვოკატი, რომლებიც ამავდროულად აკრედიტებული მედიატორებიც არიან.

მედიაციაზე საუბრების დახმარებით, შეხვედრაში მონაწილე ადვოკატებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ადგილობრივი მედიატორები და დაესვათ შეკითხვები მედიაციის შესახებ. კითხვები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: როგორ მუშაობს მედიაცია საქართველოში? რას გულისხმობს სავალდებულო სასამართლო მედიაცია? როგორ ხდება მედიატორების შერჩევა კონკრეტულ საქმეებზე და რა ძალა გააჩნია სამედიაციო მორიგებას?  

ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა, თუ  რატომ უნდა მოახდინონ ადვოკატებმა საკუთარი კლიენტების წინასწარი ინფორმირება მედიაციის შესახებ, რათა მოგვიანებით მოსამართლის მიერ საქმის მედიაციაში გადაცემა მათთვის მოულოდნელი არ იყოს.  

სოფო ტყემალაძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა, რომელიც ასევე პრაქტიკოსი მედიატორიცაა, ისაუბრა, თუ რას მოელის იგი, როგორც მედიატორი ადვოკატებისაგან მედიაციის პროცესში და როგორ უნდა მოხდეს მასში ადვოკატების ჩართვა.

ზოგიერთმა ადვოკატმა-მედიატორმა, რომელსაც საკუთარი კლიენტებისთვის საქმის მედიაციაში გადამისამართების გამოცდილება ჰქონდა, კოლეგებს ასევე გაუზიარეს საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს მედიაციას წარმომადგენლობისთვის ანაზღაურების მიღების თვალსაზრისით, ასევე საქმეზე მორიგებაში დახმარებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილი კლიენტის ყოლის თვალსაზრისით, რომლებიც პოტენციურად მარკეტინგის საუკეთესო ინსტრუმენტია ახალი კლიენტების მოსაზიდად.

საქართველოს რეგიონებში ადვოკატებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლო მედიაციის ცენტრები ახლადგახსნილია, ხოლო მედიაციისა და მისი სარგებლის შესახებ ცნობიერება კი კვლავაც დაბალია. ამასთანავე, ადვოკატები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ მათ გააჩნიათ ეთიკური ვალდებულება საკუთარ კლიენტებს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდების შესახებ აცნობონ. მსგავსი შეხვედრები შეახსენებს ადვოკატებს საკუთარი როლის შესახებ - დაეხმარონ კლიენტებს დავების მოგვარებისთვის ყველაზე შესაფერისი გზა მოძებნონ. ასევე, ამ შეხვედრების საშუალებით ხდება ადვოკატების ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მედიაცია და როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესში მათი კლიენტების ინტერესების საუკეთესოდ წარმოდგენა.

პროგრამა მსგავსი შეხვედრების გამართვას გორში, მცხეთაში, ბათუმსა და თელავში გეგმავს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები