Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 სექ 2023

საუბრები მედიაციაზე თბილისში მოღვაწე ადვოკატებთან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განაგრძობს მედიაციაზე საუბრების ჩატარებას, რათა მოხდეს სასამართლო მედიაციის უფრო ფართოდ გამოყენება და მედიაციის შესახებ ადვოკატების ცნობიერების ამაღლება.

2023 წლის 14 სექტემბერს, პროგრამამ და მისმა პარტნიორებმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ თბილისში მოღვაწე 14 ადვოკატს „მედიაციაზე საუბრების“ რიგით მესამე შეხვედრაზე უმასპინძლეს. 

საუბრები მედიაციაზე წარმოადგენს იმ ადვოკატებს შორის შეხვედრას, ვისაც მედიაციაში კლიენტის წარმომადგენლობის გამოცდილება გააჩნიათ იმ კოლეგებთან, რომლებსაც ჯერ არ მიმართულებით არ უმუშავიათ. შეხვედრაზე სპიკერად მოწვეული იყო ლაშა კალანდაძე, გამოცდილი მედიატორი და ადვოკატი.

მედიაციაზე საუბრისას, ლაშა კალანდაძემ მონაწილეებს მედიაციის ძირითადი პრინციპები გააცნო და იმ ზოგად პრაქტიკულ ასპექტებზე ისაუბრა, რაც ადვოკატებმა კლიენტებისთვის მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას უნდა გაითვალისწინონ. მონაწილეებმა შემდეგი შეკითხვები დასვეს:  როგორ ვურჩიოთ კლიენტებს მედიაცია? რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ მედიაციის პროცესში კლიენტების წარმოდგენისას? როგორ უნდა გავხდეთ მედიატორი? რა თანხის გადახდაა საჭირო მედიაციაში?  

ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა, თუ  რატომ უნდა მოახდინონ ადვოკატებმა საკუთარი კლიენტების წინასწარი ინფორმირება მედიაციის შესახებ, რათა მოგვიანებით მოსამართლის მიერ საქმის მედიაციაში გადაცემა მათთვის მოულოდნელი არ იყოს. 

ირაკლი გელოვანმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა, რომელიც ასევე პრაქტიკოსი მედიატორიცაა, მონაწილეებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ადვოკატები მედიაციის პროცესში და რა უნდა გაითვალისწინონ მათ  მედიაციის შესახებ კლიენტებისთვის რჩევის მიცემისას.

ადვოკატებთან მედიაციის შესახებ საუბრები მნიშვნელოვანია, რადგან მათი ცნობიერების დონე და მედიაციის სარგებლის აღქმა კვლავაც დაბალია. ამასთანავე, ადვოკატები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ მათ გააჩნიათ ეთიკური ვალდებულება საკუთარ კლიენტებს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდების შესახებ აცნობონ. მსგავსი შეხვედრები შეახსენებს ადვოკატებს საკუთარი როლის შესახებ - დაეხმარონ კლიენტებს დავების მოგვარებისთვის ყველაზე შესაფერისი გზა მოძებნონ. ასევე, ამ შეხვედრების საშუალებით ხდება ადვოკატების ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მედიაცია და როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესში მათი კლიენტების ინტერესების საუკეთესოდ წარმოდგენა.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები