Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 დეკ 2023

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უმასპინძლა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, გიორგი კვერენჩხილაძე, ირინე იმერლიშვილი და გიორგი თევდორაშვილი შეხვდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა (ბსუ) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის 100-ზე მეტ სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს დემოკრატიული პრინციპებისა და ძირითადი უფლებების დაცვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს (სსკ) როლზე სასაუბროდ. მომხსენებლებმა თავიანთი პრეზენტაციები გააკეთეს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, რომელსაც მასპინძლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბსუ-ის ადამიანის უფლებათა კვირეულის კოორდინატორი ნიკოლოზ მეგრელიშვილი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ლევან ჯაყელთან და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის იურისტ ირინა ხახუტაიშვილთან ერთად მიესალმა აუდიტორიას და წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლები.  

თავის პრეზენტაციაში მოსამართლე კვერენჩხილაძემ აღნიშნა: „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები დაბადებიდან ეკუთვნის ყველა ადამიანს და თითოეული დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პასუხისმგებლობაა მათი დაცვა და ხელშეწყობა“. მან ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადამწყვეტ როლზე კონსტიტუციური უფლებების დაცვაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 27 წლის განმავლობაში სასამართლოს თანმიმდევრული განვითარების მიუხედავად მეტი დრო და ძალისხმევაა საჭირო სასამართლოს ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და ხაზი გაუსვა ქვეყნის სამართლებრივი კულტურისა და ტრადიციების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

მოსამართლე იმერლიშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურისა და კომპეტენციების შესახებ. მოსამართლე თევდორაშვილი მიმოიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული  სამართლებრივ პრეცედენტები და ახსნა თუ როგორ შეიცვალა სასამართლოს მიდგომა ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებიდან ნორმატიული შინაარსის შეფასებაზე. ამგვარად სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა სადავო ნორმა და მისი ნორმატიული შინაარსი, რაც წინგადადგმული ნაბიჯია პირთა ძირითადი უფლებების დასაცავად.

სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს მოსამართლეებს, რასაც მოყვა საინტერესო დისკუსია. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ ხელი შეუწყო პარტნიორობას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მეოთხე საჯარო ლექცია იყო წელს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები