Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 - 13 ივნ, 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აშშ-ში ვიზიტის დროს მოსამართლეების შერჩევის მიდგომებს გაეცნო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წარმომადგენლები, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, რათა გაეგოთ როგორ მონაწილეობს აშშ-ს იურისტთა ასოციაცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, რაც თავის მხრივ ემსახურება GBA-ს მიზანს უკეთ გააცნობიეროს საკუთარი როლი საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

ვიზიტის მონაწილეები იყვნენ GBA-ს თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, ასევე GBA-ს სასწავლო ცენტრისა და ანალიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელები.

სასწავლო ვიზიტი 2024 წლის 3-13 ივნისს განხორციელდა, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA ROLI) მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით.

ვაშინგტონში ჯგუფი ABA ROLI-ს წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის ორგანიზაციის გლობალური პროგრამების აღმასრულებელ დირექტორს, სადაც კანონის უზენაესობის დარგში ორგანიზაციის საერთაშორისო მასშტაბის მქონე საქმიანობას გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ასევე ფედერალური სასამართლოს შესახებ ABA-ს მუდმივმოქმედ კომიტეტს შეხვდა, რომელსაც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს, საოლქო სააპელაციო და რაიონული სასამართლოების ყველა კანდიდატის კვალიფიკაციის შეფასება ევალება. აღსანიშნავია შეხვედრა ვაშინგტონის იურისტთა ასოციაციაში, სადაც აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ სპანოლეტიმ (Robert Spagnoletti) ზედმიწევნით გააცნო ვიზიტის მონაწილეებს ასოციაციის როლი მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას, გამომდინარე იქიდან, რომ ასოციაცია მოსამართლეების შერჩევის კომისიაში (Judicial Nomination Commission – JNC) ორი ხმის მიცემის უფლების მქონე წევრით არის წარმოდგენილი. JNC ამოწმებს და რეკომენდაციას უწევს მოსამართლეობის კანდიდატებს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან კოლუმბიის ოლქის უმაღლეს სასამართლოში და კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში დასანიშნად. JNC-ის თავმჯდომარემ, პატივცემულმა მერი ჯონსმა (Marie C. Johns) და ვიცე-თავმჯდომარემ ბენჯამინ უილსონმა (Benjamin F. Wilson) სიღრმისეულად მიმოიხილეს კანდიდატების  შესაფასებლად გამოყენებული კრიტერიუმები და ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ისაუბრეს.

სასწავლო ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს მერილენდის შტატის იურისტთა ასოციაციასთან და ბალტიმორის ოლქის მოსამართლეების შერჩევის კომისიის თავმჯდომარესთან ჯეისონ სენტ ჯონთან (Jason St, John), რომელმაც საქართველოს დელეგაციის წევრებს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების თავისებური პროცესი გააცნო.

სასწავლო ვიზიტის მეორე ნაწილი შედგა ნიუ-იორკში, სადაც GBA-ს წარმომადგენლები ნიუ-იორკის შტატის იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტს დომენიკ ნაპოლეტანოს (Domenick Napoletano) და ნიუ-იორკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ შორის სასამართლო კომიტეტის წევრებს.

სასწავლო ტურის დასკვნითი შეხვედრები მოიცავდა ვიზიტს საერთაშორისო „think-tank“-ში, ბრენანის მართლმსაჯულების ცენტრში და სამართლის ინოვაციების ცენტრში. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესი მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს რეფორმების საჭიროებაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ესწრებიან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას

.

სრულად
img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

სრულად
img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები