Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 - 22 მარ, 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი შეხვედრა

2024 წლის 21-22 მარტს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ (GBA) USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველის აპარატთან (PDO) საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების განსახილველად.

დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდა ოცდასამი დამსწრე, მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოდან, GBA-ს მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და კოალიციიდან დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ GBA-ს თავმჯდომარე დავით ასათიანი და საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. მათ ხაზი გაუსვეს ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის სამომავლო განვითარება საქართველოში.

შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის შესახებ, მათ შორის უკვე განხორციელებული ინიციატივების თაობაზე. GBA-ს მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტის თანათავმჯდომარემ სოფიო სოხაძემ მიმოიხილა კომიტეტის მუშაობა და ხაზი გაუსვა GBA-ს ჩართულობის მნიშვნელობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში. მან ასევე ისაუბრა გასულ წელს GBA-ს მიერ შემუშავებულ მექანიზმზე/კრიტერიუმებზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატების შესაფასებლად, და ასევე განიხილა ანალიტიკური ანგარიში თემაზე - საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში და მისი გადაჭრის სავარაუდო გზები. GBA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა ისაუბრა GBA-ს შეხედულებებზე საქართველოში სანდო, გამჭვირვალე და ხარისხიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების შესახებ და იმ საკითხებზე, თუ რა არის საჭირო აღნიშნულის მისაღწევად.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაცია მოსამართლეთა ვეტინგთან დაკავშირებით. კოალიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთ კვლევებსა და შეხედულებებზე ვეტინგის საკანონმდებლო ჩარჩოსა და ამ პროცედურის სხვა პრაქტიკული ასპექტების შესახებ, რამაც პროცედურის პოტენციური რისკებისა და გამოწვევების სრულყოფილი სახე ჩამოაყალიბა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები