Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 ივნ 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი წევრებისათვის მედიაციის გაცნობა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შეხვედრა გამართა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი წევრებისთვის მედიაციის გაცნობას და ამ პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ასევე იმაზე ხაზგასმას, თუ რა სარგებელი შეიძლება ქონდეს მედიაციას კლიენტებისთვის.

ღონისძიება გახსნეს ირაკლი ყანდაშვილმა, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ეკატერინე ლორთქიფანიძემ,  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR სპეციალისტმა. გამოსვლისას ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა ადვოკატების საფუძვლიანი  ცოდნის მნიშვნელობას მედიაციის პროცესთან დაკავშირებით. მისი თქმით, კლიენტები ინფორმაციისა და დახმარების მიღების კუთხით მნიშვნელოვანწილად არიან ადვოკატებზე დამოკიდებულები. შესაბამისად, არსებითია, რომ მედიაციის დადებითი მხარეების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ეფექტიანად მოხდეს. ის, თუ როგორ გააკეთებენ ამას ადვოკატები, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება კლიენტების აღქმაზე დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის შესახებ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოცდათორმეტმა ახალმა წევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში და თემის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატა. მათ საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ. დისკუსიები ძირითადად მედიაციის უპირატესობების, სასამართლო და კერძო მედიაციას შორის განსხვავებების, მორიგების მიღწევის შემთხვევაში სასამართლოში არსებული პროცედურული ასპექტების, ასევე აღსრულების ეტაპზე არსებული გამოწვევების შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ წარიმართა.

ამასთანავე, ადვოკატებმა მედიაციის პრაქტიკასთან დაკავშირებით პირადი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. ადვოკატთა ასოციაციის ახალმა წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ საადვოკატო პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლიენტებისთვის შეუთავაზებიათ მედიაცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰქონდათ საფუძვლიანი ცოდნა, ვერ მოახერხეს მათთვის სათანადო დახმარების გაწევა. ამის გამო, ადვოკატებმა დიდი სურვილი გამოხატეს  მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა ამ თემაზე ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.  

შეხვედრის შედეგად მედიატორთა ასოციაციასა და ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარება მოხდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესებში ადვოკატთა ასოციაციის ახალი წევრების ჩართულობა, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ ისინი უფრო მეტ ღიაობას გამოიჩენენ საქმეთა მედიაციაში გადაცემის მიმართ, რადგან ეს პროცესი შედარებით ახალია საქართველოში. აღნიშნულმა ღონისძიებამ ხელი შეიწყო საქართველოს იურიდიულ საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები