Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 - 26 მაი, 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარებს იღრმავებენ

25-26 მაისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა) ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პრიცკერის სამართლის სკოლის პროფესორის, ჯეისონ დესანტოს მონაწილეობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) 7 წევრისთვის ჩაატარა ტრენერების ტრენინგი (ToT) ეფექტური დარწმუნების, პრეზენტაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარებში.

ორდღიანი ტრენინგი GBA-ში გამოცდილი ტრენერებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომელიც GBA-ს ადვოკატებს კრიტიკული კომუნიკაციის უნარებს გაუუმჯობესებს.

პროგრამის ეს კონკრეტული ინიციატივა უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რათა გააძლიეროს ადვოკატთა პროფესიული ქცევა საჯარო კომუნიკაციაში, დაეხმაროს მათ კოლეგიალურობის წესების სათანადოდ აღსრულებაში, სასამართლოსადმი სათანადო პატივისცემის ჩამოყალიბებასა და სამართალწარმოებაში ჩართულ მხარეებთან და მედიასთან ეფექტურ კომუნიკაციაში, ასევე,  შორის სოციალური მედიის პლატფორმების სწორად გამოყენებაში.

პროფესორმა დესანტომ თავდაპირველად GBA-ს წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრები გამართა, რათა ტრენინგის შინაარსი საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებთ შესაბამის საჭიროებებზე მოერგო, ხოლო შემდეგ ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა GBA-ს 7 ტრენერ-ადვოკატთათვის.

ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, 28 მაისს, პროფესორმა დესანტომ GBA-ს სათაო ოფისში 40 ადვოკატს ჩაუტარა „მასტერკლასი“ თემაზე ეფექტურ და ეთიკურ საზოგადოებრივ კომუნიკაციაზე. მასტერკლასი ასევე ფოკუსირებული იყო ეთიკური სტანდარტების გააძლიერებაზე საჯარო კომუნიკაციისას და დამსრეებს გააცნო პრაქტიკული მიდგომები, თუ როგორ უნდა დაიცვან ეს სტანდარტები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები