Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 თებ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არბიტრაჟისადმი მეგობრული გარემოს გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობენ

2024 წლის 23 თებერვალს, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

კვლევის პროცესში საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ 2018 წლიდან 2022 წლამდე გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა. კვლევის დროს ყურადღება გამახვილდა ამ სასამართლოების მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებისა და ბათილობის თაობაზე განცხადებების განხილვის ხანგრძლივობაზე.

ღონისძიებას 40-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. გახსნითი სიტყვით მიმართვისას, გიორგი ჩხეიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა და რუსუდან ჭკუასელმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვეს არბიტრაჟისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გადამწყვეტ როლს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაში. გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, რომ პროგრამა მხარს უჭერს არბიტრაჟის განვითარებას. მან ხაზი გაისვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და არბიტრაჟის შესახებ პრაქტიკოსი იურისტების, მოსამართლეების, სამოქალაქო საზოგადოების წარომადგენლებისა და ბიზნესების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. რუსუდან ჭკუასელმა მადლობა გადაუხადა პროგრამას მუდმივი მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში არბიტრაჟისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებისათვის.  

ჯაბა გველებიანმა, ექსპერტმა საარბიტრაჟო საკითხებში ანგარიშის დეტალები წარადგინა. მან ხაზი გაუსვა სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საკითხების განხილვისთვის დროის გაჭიანურების შემაშფოთებელ ტენდენციას. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მიღებული მონაცემების თანახმად, დავების განხილვის ეფექტურობა წლების განმავლობაში მცირდება. 2018 წელს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები დასრულებული საქმეების 68%-ს შეადგენდა, რაც სხვა სამოქალაქო საქმეების დასრულების მაჩვენებელს თითქმის უთანაბრდებოდა. თუმცა, 2022 წლისთვის ეს მონაცემი 34%-ზე ჩამოვიდა.  ამასთანავე, ჯაბა გველებიანმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების სტანდარტის არარსებობის გამო, რთულდება არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოების პრაქტიკის სრული სურათის შეფასების შესაძლებლობა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები