Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც 30 ექსპერტი და დაინტერესებული პირი მონაწილეობდა. შეხვედრაზე მონაწილეებმა სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელი ჩარჩო კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებაზე იმსჯელეს. დამწრეთა შორის ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

მონაწილეებს გახსნითი სიტყვით რუსუდან ჭკუასელმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ირაკლი გელოვანმა, პროგრამის ADR მრჩეველმა მიმართეს. ჯაბა გველებიანმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის სამომხმარებლო არბიტრაჟის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სამომხმარებლო არბიტრაჟის რეგულირების ძირითადი ასპექტები წარმოადგინა, რომელიც ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა საარბიტრაჟო შეთანხმებები, პროცედურული სტანდარტები, არბიტრის კვალიფიკაცია, ინტერესთა კონფლიქტის მართვა და შეტყობინებისა და აღსრულების პროცედურები.

შეხვედრის დროს გამართული დისკუსიისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, როგორიცაა სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო შეთანხმებების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოთხოვის გამო საარბიტრაჟო პროცესის შენელება. მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ამგვარი მიდგომა კვლავაც გაგრძელდება, საარბიტრაჟო შეთანხმებები ეფექტური აღარ იქნება, რაც პირდაპირ სასამართლოსადმი მიმართვას უფრო მისაღებ ფორმად გადააქცევს.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სასამართლო განხილვის ფარგლები, სადაც იმსჯელეს იმის შესახებ ეს როლი სასამართლოებს, თუ ზედამხედველობის ალტერნატიულ ორგანოს უნდა ჰქონდეს და კანონით განსაზღვრული უნდა იყოს თუ არა სასამართლოს ჩართულობის ხარისხი.  მათ ასევე იმსჯელეს ხელშეკრულებების დისტანციური ხელმოწერის პრობლემებსა და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთი ხელშეკრულებების აღიარების სურვილის ნაკლებობაზე, ასევე შეტყობინების სტანდარტიზებული მიწოდებისა და დოკუმენტების წარმოების აუცილებლობაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები