Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 აპრ 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ფილიალის ხელშეწყობით მოსამართლე ტიმოთი ბალანდი ადგილობრივ იურისტებს შეხვდა

2024 წლის 13 აპრილს, ამერიკელმა მოსამართლემ მინესოტას შტატიდან - ტიმოთი ბალანდმა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში მოსამართლეთა გაცვლითი მიმართულების აქტივობებში იღებს მონაწილეობას, გორში ადგილობრივი ადვოკატებისთვის სემინარი ჩაატარა.

ღონისძიებაში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადგილობრივმა ფილიალმა უმასპინძლა, კერძო სექტორში და საიას გორის ოფისში მომუშავე თვრამეტი იურისტი მონაწილეობდა.

სემინარზე მოსამართლე ბალანდმა განიხილა სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები, მათ შორის ბავშვთა უფლებები და განსხვავებები საქართველოსა და აშშ-ის სასამართლო სისტემებს შორის.

მოსამართლე ბალანდმა ასევე ისაუბრა მინესოტას ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობაზე და შეხვედრაზე დამსწრეებს გაუზიარა ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დაფიქსირებული ბრალდებების განხილვის მექანიზმებზე. მან ასევე ისაუბრა სასჯელის სახით გამოსასწორებელი/საზოგადოების კეთილდღეობისკენ მიმართული სამუშაოების შესრულებაზე, სავალდებულო ტრენინგებზე და სხვა ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოიყენება გამომძიებლებისა და ადვოკატების მიერ მართლმსაჯულების განსახორციელებლად.

დისკუსიამ ასევე მოიცვა მინესოტაში ბავშვის მეურვისთვის ალიმენტის გადახდის საკითხები, კერძოდ მან ისაუბრა მინესოტაში არსებულ წესდებაზე, რომელშიც განსაზღვრულია ალიმენტის გამოთვლის წესი. გარდა ამისა, მოსამართლე ბალანდმა დამსწრე ადვოკატებს გაუზიარა თავისი გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვების უფლება ჰქონდეთ უშუალო და პირდაპირი წვდომა სასამართლოსთან, მეურვეობის საქმეებში ყურადსაღები ფაქტორები და საოჯახო სამართლის სხვადასხვა ასპექტები.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, მოსამართლე ბალანდი მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა რეგიონის ქართველ მოსამართლეებთან და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ თავისი სასამართლო გამოცდილება გაუზიაროს. მოსალოდნელია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს პროფესიონალიზმის მუდმივ განვითარებას ქართულ იურიდიულ საზოგადოებაში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები