Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 იან 2024

საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის განვითარება - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იწყებს ახალ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ (GBA), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ახალი ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანი საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაა.

აღნიშნული ინიციატივა GBA-ს საშუალებას აძლევს განაახლოს მუშაობა განგრძობადი იურიდიული განათლების მიმართულებით, გააფართოოს ბენჩ-ბარის ტიპის ურთიერთთანამშრომლობა, გააძლიეროს ასოციაციის ეთიკის კომისიის საქმიანობა, და განავითაროს პრო-ბონო სისტემის კონცეფცია.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, რომელმაც მადლიერება გამოხატა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიმართ განგრძობადი მხარდაჭერასა და პარტნიორობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა USAID-ის უმნიშვნელოვანეს წვლილს, წლების განმავლობაში GBA-ს განვითარების პროცესში მონაწილეობისთვის.

თამთა დევდარიანმა, GBA-ს ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო 2022-2023 წლებში USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებები. პროექტის ფარგლებში მოხდა ასოციაციის თემატური კომიტეტების ორგანიზაციული და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ჩატარდა ბენჩ-ბარ შეხვედრები. პროექტი ასევე მოიცავდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების კუთხით ასოციაციის შესაძლებლობების განვითარებას. მათ შორის შემუშავდა ანალიტიკური დოკუმენტი სასამართლოში საქმეთა ნაკადების მართვასთან დაკავშირებით და ასევე ასოციაციის მიერ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმებსა და მექანიზმებზე.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, ლიზა კოვაკმა, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ხაზი გაუსვა USAID-ის მისწრაფებას მხარი დაუჭიროს სამართლის უზენაესობას საქართველოში და ასოციაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესისთვის შეაქო. მას სწამს, რომ საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების პროექტი ხელს შეუწყობს GBA-ს განვითარების გაგრძელებას და საქართველოში სამართლის უზენაესობის განმტკიცებას.

ღონისძიებას დაახლოებით 90 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, პროკურატურის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები