Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 - 24 ნოე, 2024

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია შრომითი კატეგორიის დავებზე სამედიაციო პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის თანამშრომლობენ

2024 წლის 22-24 ნოემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც შრომითი კატეგორიის დავებზე სამედიაციო მორიგებებს და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების განხილვას ეხებოდა. მას 14 მონაწილე ეწრებოდა, რომლებიც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს შრომის სამართლის მიმართულებით მომუშავე წევრებსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტს წარმოადგენდნენ.   

მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ეკატერინე ლორთქიფანიძემ, პროგრამის ADR სპეციალისტმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ნათლად ჩამოყალიბებული და აღსრულებადი სამედიაციო შეთანხმებების შედგენის მნიშვნელობას, რათა გამარტივდეს სასამართლოს მიერ მათი დამტკიცების პროცესი და შრომითი დავების მოგვარება ეფექტიანად განხორციელდეს.

ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ იდენტიფიცირებული საკითხები გააცნო, რომლის მიხედვითაც შრომითი კატეგორიის დავებზე არსებული სამედიაციო შეთანხმებების დაახლოებით 40%, რომელიც სასამართლოს დასამტკიცებლად წარედგინება, არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და სამართლებრივად აღსრულებადი, რის გამოც ხშირია მოსამართლეების მიერ დამატებითი სხდომების ჩატარების საჭიროება, რაც დამატებითი დროისა და რესურსების ხარჯვას იწვევს. ძირითადი საკითხები ეხებოდა ხელფასის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის ნაკლებობას (მაგ., როგორიცაა გადახდის პერიოდი და ის საკითხი, არის თუ არა თანხა დაბეგრილი, თუ დასაბეგრი), ასევე პოზიციაზე აღდგენასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს.  

სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო შრომითი კატეგორიის დავებზე სამედიაციო მორიგების აქტის პროექტის შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც მედიატორები და მხარეთა წარმომადგენლები ისარგებლებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეთანხმებები იყოს ნათლად ჩამოყალიბებული, დეტალური და სამართლებრივად აღსრულებადი. პროცესს ფასილიტაციას უწევდა თამარ სურმავა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე. შეხვედრის მონაწილეებმა მოამზადეს სამედიაციო მორიგების აქტის პროექტი, რომლის გაზიარებაც მოხდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან, რათა მომავალში შრომითი კატეგორიის დავების შემთხვევაში მოხდეს აღნიშნული დოკუმენტით სარგებლობა.  

სამუშაო შეხვედრის შედეგად შეიქმნა დეტალური შაბლონი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის გადახდა, შესაბამისი გადახდის გრაფიკის გაწერა და ანგარიშსწორება ნაღდი თუ უნაღდო ფორმით. აღნიშნული დოკუმენტით ისარგებლებენ მხარეები და მედიატორები, რაც მოახდენს იმის უზრუნველყოფას, რომ შრომითი კატეგორიის სამედიაციო შეთანხმებები აკმაყოფილებდეს სამართლებრივ სტანდარტებს და აღარ იყოს საჭირო დამატებითი სასამართლო განმარტებების გაკეთება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები