Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 აპრ 2024

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ პროცედურულ საკითხებზე ტრენინგს უმასპინძლა

2024 წლის 12-14 აპრილს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პროცედურული საკითხების შესახებ მედიატორებისთვის ტრენინგის ორგანიზება მოახდინა, რომელსაც ლაშა კალანდაძე, ყოფილი მოსამართლე და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი უძღვებოდა. ტრენინგი მედიატორთა განგრძობადი განათლების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მედიაციის პროცედურებში მათი ცოდნისა და უნარების გაღრმავებას.

ღონისძიება ონლაინ ჩატარდა და მას 18 მედიატორი ესწრებოდა, რომლებიც თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ბათუმსა და ბოლნისს წარმოადგენდნენ.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა მედიაციის პროცედურების სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენერმა ხაზი გაუსვა მხარეებისთვის მედიაციის არსის ახსნისა და პროცესისთვის მათი ადეკვატურად მომზადების მნიშვნელობას. მონაწილეებმა პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები განიხილეს. მათ შორის იყო განსხვავება სასამართლო და კერძო მედიაციას, ასევე სავალდებულო და ნებაყოფლობით მედიაციას  შორის, ასევე სამედიაციო მორიგების პირობები და მათი აღსრულების საკითხები.

შეხვედრა საინტერესო დისკუსიით და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ეხებოდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, მხარეთათვის იმის ახსნის მნიშვნელობას, რომ მედიატორი მოსამართლის როლს არ ასრულებს და რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა მიაღწიონ ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებას, ასევე მედიაციის უპირატესობების შესახებ მხარეთა დარწმუნებისთვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენების მნიშვნელობას.

გარდა ამისა, მონაწილეებმა სამედიაციო მორიგების პირობებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვეს. ტრენერმა მონაწილეებს მედიაციის კანონმდებლობაში გათვალისწინებულ ასპექტებთან დაკავშირებით პრაქტიკული მოსაზრებები გაუზიარა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა პროცედურის დროს კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიებზე, მედიაციის შეთანხმებების აღსრულებასა და სასამართლო პროცესებთან შედარებით პროცედურებში მხარეებისთვის მინიჭებულ მოქნილობაზე.

საერთო ჯამში, ტრენინგმა ღირებული შესაძლებლობა მისცა მედიატორებს, რომ უნარ-ჩვევები განემტკიცებინათ და უკეთ ყოფილიყვნენ მომზადებულები სამედიაციო პროცესებისთვის.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები