Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 თებ 2024

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები საგარეჯოს მოსახლეობას მედიაციის შესახებ ესაუბრნენ

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საგარეჯოში შეხვედრა გამართა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მედიაციისა და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. ამ შეხვედრის ორგანიზებაში საქართველოს მედიატორთა ასოციაციას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) საგარეჯოს  ოფისი დაეხმარა.

შეხვედრას თამარ იმნაიშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ირაკლი გელოვანი, პროგრამის ADR მრჩეველი უძღვებოდნენ. მათ ისაუბრეს მედიაციისა და მისი ძირითადი პრინციპების შესახებ, ახსნეს, თუ რა ტიპის საქმეები შეიძლება იყოს მედიაციისთვის შესაფერისი, რა ეტაპები აქვს მედიაციის პროცესს, რამდენ ხანს გრძელდება იგი, როგორ ხდება მედიატორის შერჩევა და რა განსხვავებაა სასამართლო და კერძო მედიაციას შორის.

შეხვედრას  30 ადგილობრივი მასწავლებელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენელი დაესწრო. ისინი დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძლება გახდე  მედიატორი, რამდენი მედიატორია საქართველოში, ვინ იხდის მედიაციის მომსახურების საფასურს, არსებობენ თუ არა სპეციალურად მომზადებული და ლიცენზირებული მედიატორები, რომლებიც ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, რა როლი ესკისრება ადვოკატს მედიაციის პროცესში, რამდენად აქტიურად იყენებენ მედიაციას საქართველოში და რა კატეგორიის საქმეებისთვის.

შეხვედრის ბოლოს რამდენიმე მონაწილემ მედიატორობის სურვილი გამოხატა. საერთო ჯამში, შეხვედრის საშუალებით საგარეჯოს მოსახლეობაში მედიაციის ცნებისა და დადებითი მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლება მოხდა.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები