Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 თებ 2024

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებს მედიაცის შესახებ ესაუბრნენ

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 21 ახალ წევრს მედიაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის საშუალებით ადვოკატების ახალი თაობისთვის მედიაციის გაცნობა და იმის დემონსტრირება მოხდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ადვოკატებს დავის გადაწყვეტის ამ მექანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ღონისძიება ირაკლი ყანდაშვილის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ირაკლი გელოვანის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩევლის მისასალმებელი სიტყვებით დაიწყო, სადაც თანამედროვე სამართლებრივ პრაქტიკაში მედიაციის მნიშვნელობის ხაზგასმა მოხდა.   

ყანდაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადვოკატები მედიაციის პროცესში. მან განმარტა, თუ რამდენად ეყრდნობიან კლიენტები ადვოკატის მითითებებს და ის, თუ როგორ წარუდგენს ადვოკატი კლიენტს მედიაციის პროცესს, ეს დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის მიმართ კლიენტების აღქმასა და დამოკიდებულებას აყალიბებს. მან განმარტა მედიაციის უპირატესობები, კონფიდენციალურობის არსი და კომპრომისის მნიშვნელობა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს, სადაც  შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულებების მნიშვნელობასა და მედიაციის საშუალებით დროის დაზოგვის უპირატესობაზე ხაზგასმა მოხდა.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები