Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 ნოე 2023

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრამ საშუალება მისცა ახალ წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მედიაციის პროცესის შესახებ და გაეგოთ მედიაციის პროცესში კლიენტების ეფექტური წარმომადგენლობის მნიშვნელობა.  

ღონისძიება გახსნეს ირაკლი ყანდაშვილმა, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ეკატერინე ლორთქიფანიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR სპეციალისტმა.

გამოსვლისას ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა ადვოკატების საფუძვლიანი ცოდნის მნიშვნელობას მედიაციის პროცესთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი რეალობაა ის, რომ მოსამართლეები ახდენენ საქმეთა მედიაციაში გადამისამართებას (რასაც შრომითი დავების შემთხვევაში ავტომატური ხასიათი აქვს) და რომ ადვოკატებს უნდა შეეძლოთ კლიენტებისთვის დავის გადაწყვეტის იმ ერთ-ერთი ეფექტური საშუალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია. ირაკლი ყანდაშვილმა ასევე მითითება გააკეთა ადვოკატის მოვალეობაზე, რომელიც ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსითაა გათვალისწინებული და ამ შესაძლებლობის შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, თუ როგორ გააკეთებენ ამას ადვოკატები, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება კლიენტების აღქმაზე დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ოცდაორმა ახლადგაწევრიანებულმა ადვოკატმა, რომლებიც თბილისს, რუსთავს, სიღნაღსა და გარდაბანს წარმოადგენდნენ. დისკუსიები ძირითადად მედიაციის უპირატესობების, სასამართლო და კერძო მედიაციას შორის განსხვავებების, ხელშეკრულებაში მედიაციის პროცესში ჩართულობის ჰონორარის გათვალისწინების საჭიროების, მედიაციის, როგორც თვითრეალიზების ახალი პლატფორმის შესახებ წარიმართა. შეხვედრაზე დამსწრე ადვოკატთა ასოციაციის ახალი წევრები დარწმუნდნენ, რომ მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მექანიზმის გათვალისწინებამ შესაძლოა გააუმჯობესოს მათ მიერ კლიენტებისთვის გაწეული კონსულტაციის ხარისხი.

ადვოკატებთან რეგულარული შეხვედრები, რასაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საგრანტო მხარდაჭერით საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ახორციელებს, პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში მედიაციის განვითარებაზე. ამ ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს მედიაციის შესახებ ინფორმირებულობის დონის ზრდას და დავის გადაწყვეტის ამ მეთოდის უფრო აქტიურად გამოყენებას.  

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები