Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 დეკ 2023

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ თბილისის მოსამართლეებთან მეორე სამუშაო შეხვედრა (ბენჩ-ბარი) გამართა

2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში მოღვაწე მოსამართლეებსა და მედიატორებს შორის მეორე სამუშაო შეხვედრას (ბენჩ-ბარს) უმასპინძლა.

შეხვედრას თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ოთხი მოსამართლე და ათი მედიატორი ესწრებოდა. მისი მთავარი მიზანი მედიაციის პროცესში საოჯახო დავების დროს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისა და ამ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა იყო.  

შეხვედრა ირაკლი ყანდაშვილის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ირაკლი გელოვანის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩევლის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. ირაკლი ყანდაშვილმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას, მათ როლს თანამშრომლობის ხელშეწყობის, ურთიერთგაგების გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის ზრდის საქმეში.

შეხვედრის დროს მოხდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: საქმეთა ტიპები, რომელთა მედიაციაში გადამისამართებას მოსამართლეები ავტომატურად ახდენენ (მაგ. საოჯახო, ქონებრივი და სამემკვიდრეო დავები), ბავშვების ჩართულობით მიმდინარე დავების მახასიათებლები და მსგავს საქმეებში ფსიქოლოგების ჩართულობის აუცილებლობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მხარეებთან ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე საქმე ოფიციალურად გადაეცემა მედიაციაში. აქვე ასევე აღინიშნა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საჭიროებაც.

ხათუნა ჯინორიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც მედიაციის აქტიური მხარდამჭერია, საკუთარი დაკვირვება გააზიარა, რომლის მიხედვითაც მედიაციაში გადამისამართებული ყოველი მეხუთე საქმე მხარეებს შორის მორიგებით სრულდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უფრო აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ადვოკატები მეტად გახდნენ მედიაციის პროცესის მხარდამჭერები.

დისკუსიის შედეგად შეხვედრის მონაწილეებმა მედიაციის პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე წინადადება ჩამოაყალიბეს. კერძოდ:

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები