Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
08 - 09 ივნ, 2023

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მედიატორთათვის ეთიკის თემაზე კიდევ ერთი ტრენინგი ჩაატარა

2023 წლის 8-9 ივნისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, რომელიც საკუთარი წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს, მედიატორებს ეთიკის საკითხებზე კომპლექსური კურსი  ჩაუტარა.

ტრენინგ კურსს უძღვებოდნენ ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნათია ჩიტაშვილი, მედიატორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ტრენინგ-კურსის დროს მონაწილეები ჩართულები იყვნენ სიღრმისეულ დისკუსიებში სხვადასხვა თემაზე, რაც დაკავშირებულია პროფესიულ ქცევასა და ეთიკასთან მედიაციაში, მათ შორის: მედიატორთა ეთიკურ სტანდარტებზე, ეთიკის მნიშვნელობაზე მედიაციის პროფესიად ფორმირებაში, მედიატორის ეთიკის სტანდარტების პროცესუალურ შინაარსსა და მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის ეფექტურ სტრატეგიებზე.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა ჯგუფური სამუშაოებიც შეასრულეს და განიხილეს  კონკრეტული კაზუსები, სადაც წამოჭრილი იყო ეთიკური დილემები. ტრენინგის დროს ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:  კეთილსინდისიერი მოლაპარაკების და ინფორმირებული შეთანხმების/თვითგამორკვევის ხელშეწყობა, შეთანხმების ნებაყოფლობითობის ხელშეწყობის  ფარგლები სავალდებულო სასამართლო მედიაციაში, მედიატორის მიერ მხარეთა ინფორმირების ვალდებულების საკანონმდებლო-ეთიკური სტანდარტი, მედიატორის დამოუკიდებლობის/ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, კონფიდენციალობის პრინციპის მოქმედება სავალდებულო სასამართლო მედიაციის პროცესის შეწყვეტისას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების ხელშეწყობა, თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის ვალდებულება და სხვა. 

ტრენინგ-კურსში მონაწილეობა ცხრამეტმა მედიატორმა მიიღო, რომლებიც თბილისსა და რუსთავს წარმოადგენდნენ. ტრენინგისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მედიაციის ეთიკის შესახებ განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამა სავალდებულოა ყველა პრაქტიკოსი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია კვლავაც განაგრძობს ტრენინგ შესაძლებლობების მუდმივ უზრუნველყოფას საკუთარი წევრებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის პროფესიის ზრდასა და წინსვლას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები