Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 თებ 2024

2023 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი  სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფების წევრი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეებისთვის და მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა.

ღონისძიება პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ გახსნა. საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქსოვრელმა შეაჯამა სასამართლოს 2023 წლის მუშაობა, გააანალიზა პრაქტიკის განმსაზღვრელი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და კონსტიტუციური სტანდარტების განვითარების ძირითადი ტენდენციები. ვებინარს 23 მოსამართლე დაესწრო საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან.

ვებინარზე განხილულმა ერთ-ერთმა საქმემ  „გია ფოლადაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აქტიური დისკუსია გამოიწვია მონაწილეთა შორის, რადგან ის ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ) ნორმას, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები. სადავო ნორმა მოითხოვდა, რომ სარჩელი არ უნდა დაშვებულიყო განსახილველად, მათში თუნდაც უმნიშვნელო ხარვეზის არსებობის შემთხვევაში.  საკონსტიტუციო სასამართლომ ეს წესი არაკონსტიტუციურად ცნო, რადგან ის გამორიცხავდა მომჩივნის მიერ მცირე შეუსაბამობის გამოსწორების შესაძლებლობას საქმის შეწყვეტის გარეშე. გადაწყვეტილების შედეგად, პარლამენტმა მიიღო ახალი წესი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ხარვეზი შეიძლება აღმოიფხვრას მომჩივანისთვის სათანადო დავალების მიცემით, რაც არ აბრკოლებს სარჩელის გაგზავნას მოპასუხე მხარისთვის, სარჩელი უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.  მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ექსპერტს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ახალი კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით და იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საერთო სასამართლოების პრაქტიკაში.

მონაწილეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც ირიბი დისკრიმინაციის საკითხი წამოიჭრა. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ საქართველოში არარეგისტრირებული ქორწინებების სამართლებრივი შედეგების არაღიარება არაპროპორციულად მოქმედებდა ქალებზე და აყენებდა მათ დაუცველ მდგომარეობაში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს სარჩელი, რადგან სასამართლოს მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით არ დადასტურდა ამგვარი რეალობა. თუმცა, ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქმე არის ფუნდამენტური მნიშვნელობის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის კონსტიტუციური ტესტების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. საქმის განხილვას საერთო სასამართლოების მოსამართლეებს შორის დისკუსია მოყვა, რადგან არარეგისტრირებულ ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები საკმაოდ მრავლად განიხილება საერთო სასამართლოებში. თავად ციალა პერტიას საქმეც  სამივე სასამართლო ინსტანციამ განიხილა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა ისაუბრა ციალა პერტიას (მომჩივნის) საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ორი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მსგავსებაზე, ასევე მათ შესაბამისობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაგეგმილი ვებინარების სერიაში ეს იყო პირველი ვებინარი. მოსამართლეებმა მომდევნო ღონისძიებებში ჩართვის ინტერესი გამოხატეს. შემდეგი ვებინარები მიეძღვნება  ცალკეულ გადაწყვეტილებებს უფრო ღრმა დისკუსიებისთვის. გადაწყვეტილებები შეირჩევა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ინტერესებისა და მათი საქმიანობაში შესაბამისი კონსტიტუციური სტანდარტების რელევანტურობის გათვალისწინებით.

ირაკლი ქსოვრელმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო  და საერთო სასამართლოების  წარმომადგენლებისთვის კომპლექსურ სამართლებრივ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლისა და ერთობლივი მსჯელობის ძალიან ცოტა შესაძლებლობა არსებობს. ამ მხრივ, აღნიშნული ვებინარები, უზრუნველყოფენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უკუკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის  ცალკეული  გადაწყვეტილების პრაქტიკულ შედეგებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას ქმნიან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები