Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 ივლ 2023

საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება - ანგარიშის პრეზენტაცია

პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა, თუმცა, დამოუკიდებლობა ანგარიშვალდებულების გარეშე საპროკურორო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებისთვის, რეალურ საფრთხეს ქმნის.

კანონის უზენაესობის ცენტრმა, USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მოამზადა ანგარიში თემაზე - საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება. ანგარიშში, რომლის წარდგენაც 12 ივლისს განხორციელდა, შეფასებულია საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების ხარისხი 2019-2022 წლებში.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და საპროკურორო საბჭოს წევრები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

კანონის უზენაესობის ცენტრი, ანგარიშში დეტალურად  აღწერს საქართველოს პარლამენტის, საპროკურორო საბჭოსა და საზოგადოების წინაშე საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხებს. დოკუმენტს თან ახლავს  რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს პროკურატურის ანგარიშვალდებულების ზრდას.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID-ის კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ და კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.

„კვლევამ ცხადყო, რომ პროკურატურის საქმიანობაზე ზედამხედველობა, მისი 2018 წელს იუსტიციის სამინისტროდან გამოყოფისა და დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურად ჩამოყალიბების შემდეგ, საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია. არ შეფასებულა პროკურატურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებისა და ხარჯვის პროცესი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ. ერთადერთი ორგანო, რომლის წინაშეც საქართველოს გენერალური პროკურორი წარადგენდა ანგარიშებს, იყო საპროკურორო საბჭო. თუმცა, საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომები და საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ცხადყოფს, რომ მას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რეალური და ხელშესახები გავლენა პროკურატურის საქმიანობაზე.“ - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ ანგარიშის მიგნებებზე საუბრის დროს.

რუსუდან ტაბატაძის თქმით: „პროკურატურა მართლმსაჯულების სისტემის  საკვანძო რგოლია და ამ უწყების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული.  პროკურატურისთვის კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის საკმაოდ მყარი გარანტიებია უზრუნველყოფილი. ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ანგარიშვალდებულების რამდენიმე მექანიზმი, თუმცა სამწუხაროდ, [წარმოდგენილი] ანგარიშიც აჩვენებს რომ ეს მექანიზმები საკმაოდ სუსტად არის გამოყენებული და ინსტიტუციური ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში პარლამენტის მიმართ, ეფექტიანად არ ხორციელდება. როგორც ნებისმიერი საჯარო უწყება პროკურატურის საქმიანობა მორგებული უნდა იყოს არა ინსიტუციურ არამედ მოქალაქის, მისი მომხმარებლის საჭიროებებს.“

ღონისძიებას ორმოცამდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საპროკურორო საბჭოს, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის კითხვები საინტერესო საკითხების შესახებ. დისკუსია გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა პროკურატურის ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენის მნიშვნელობა, პროკურორი წევრების საპროკურორო საბჭოში არჩევის წესი და არჩევნებიში მონაწილეობის შესაძლებლობა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები