Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 მარ 2024

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ სტუდენტებს შრომით უფლებებზე ინფორმაცია მიაწოდა

2024 წლის 12 მარტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქუთაისის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთან ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში.  

მას შემდეგ, რაც GTUC-ის წარმომადგენელმა მიმოიხილა სტუდენტებთან დაკავშირებული სტანდარტული შრომითი პრაქტიკები, თავად სტუდენტებმა დასვეს კითხვები. კითხვები ეხებოდა ახალგაზრდების წინაშე არსებულ ბარიერებსა და პრობლემებს რომელთაც ისინი აწყდებიან დასაქმებისას, სტაჟირებისა და გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულებების ბოროტად გამოყენებას, შრომის უსაფრთხოებას, დისკრიმინაციასა და მის ფორმებს, ქალთა შრომით უფლებებს, არაფორმალურად დასაქმებულთა უფლებებს და თანასწორობის დაცვის მექანიზმებს, და შრომის ინსპექციის საქმიანობას ამ მიმართულებით.

„ამგვარი დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ინფორმაცია მივიღე, რაც დამეხმარება დასაქმებისას ჩემი უფლებების დაცვაში. ფაქტობრივად, შრომითი უფლებები არსად არ ისწავლება და შესაბამისად ინფორმაციაც ნაკლები გვაქვს, მაშინ როცა ყველა ჩვენთაგანი უნივერსტიტეტში ან სამსახურს ეძებს ან უკვე მუშაობს“ - ამბობს ცოტნე, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ახალგაზრდების დასაქმება ერთი შეხედვით ადვილია, სინამდვილეში განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებს გვექმნება უამრავი ბარიერი დასაქმებისას. პირადადაც და ჩემს გარშემოც, არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გვკითხეს დაოჯახებული ხომ არ ვიყავით და მცირეწლოვანი შვილები ხომ არ გვყავდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია სტუდენტობის და სამუშაოს შეთავსება. ბევრს ჩემს გარშემო, მუშაობის დაწყების მერე, მოუწიათ აკადემიური შვებულების აღება და სწავლის შეწყვეტა“ - ამბობს ქეთა, მეორე მონაწილე.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები