Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 თებ 2024

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ბოლო ათი წლის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა შეაფასა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა ჯეროვან შესრულებას უზრუნველყოფს. ასევე, გადამყვეტ როლს ასრულებს ხელისუფლების დააწილების პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო ორგანოების კონსტიტუციურ ჩარჩოში ფუნქციონირების, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებში.

2024 წლის 30 იანვარს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, წარმოადგინა კვლევა რომელიც 2012-2023 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას აფასებს.

თავის გახსნით სიტყვაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა კობახიძემ, GDI-ს ანგარიშის წარმოდგენისა და სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ჩვენი საერთო მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი უფრო ეფექტიანი გავხადოთ. საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის მოქნილმა მექანიზმმა ადამიანის უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს.“

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ მართლმსაჯულების სექტორზე მოქალაქეთა ზედამხედველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით: „მეთოდოლოგიურად გამართული მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რადგან მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები ქმნის სივრცეს დისკუსიისთვის, რომლის მიზანია მართლმსაჯულების ინსტიტუტების მუშაობა უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე გახადოს.“

GDI-ის წარმომადგენლებმა და კვლევის ავტორებმა ედუარდ მარიკაშვილმა, ვასილ ჟიჟიაშვილმა და მარიამ ქვარიანმა ანგარიშის მიგნებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს, პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინეს.

ანგარიშში აანალიზებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას საჩივრების, ოქმებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ. დოკუმენტში ასევე მოცემულია ექსპერტთა მოსაზრებები. ავტორების დასკვნით,  მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, უნდა გაუმჯობესდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სარჩელების რეგისტრაცია, მომხსენებელი მოსამართლეების დანიშვნა, საქმის განხილვის ვადები, სასამართლო დანიშვნები, წარდგინებები საერთო სასამართლოებიდან, მოსამართლეთა აცილება და დისციპლინური სამართალწარმოება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კვლავაც პრობლემურია საქმეების დროულად დასრულება, თუმცა,  საქმეების განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქმეების კოლეგიებისთვის გადანაწილების და მომხსენებელი მოსამართლის შერჩევის პროცედურები. კვლევის ავტორები აკრიტიკებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებს. მათ თქმით, შერჩევის კრიტერიუმები და შეფასების პრინციპები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. კვლევა ასევე ადგენს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები ხშირად არ იყენებენ კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმს.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები