Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 - 28 აპრ, 2023

საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდაჭერა სასამართლოს საზოგადოებაზე ორიენტირებული პრაქტიკების და საზოგადოებასა და სასამართლოს შორის ჩართულობის გასაუმჯობესებლად

2023 წლის 25-28 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ უმასპინძლა ნიუ-იორკში მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის (CJI) სამ საერთაშორისო ექსპერტს: დანიელ პუ-მარკს, სასამართლოს განათლებისა და ლიდერობის მიმართულების დირექტორს; მონიკა კრისტოფერსონს, ეროვნული ტექნიკური დახმარების გუნდის სასამართლოს თერაპიული პროგრამების დირექტორს; სრუთი ნარაჰარისეტის, უფროს მკვლევარს; და მინესოტას უზენაესი სასამართლოს საპატიო მოსამართლეს ენ მაკქიგს, რომლებიც დააკვირდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ხაშურის რაიონული სასამართლოს საქმიანობას.

ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით სასამართლო ადმინისტრირების პრაქტიკისა და სასამართლოს მომხმარებლებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან ჩართულობის გაუმჯობესება.

CJI არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე მომუშავე ორგანიზაცია შეერთებულ შტატებში, რომელიც ახორციელებს პროგრამების ფართო სპექტრს, რათა დაეხმაროს საზოგადოებრივი მართლმსაჯულების ცენტრების შექმნას და მასპინძლობს მრავალ ეროვნულ და საერთაშორისო ვიზიტორს, მათი სასამართლო პროგრამებისთვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 26 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, რომელსაც წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველი თიმ ბუნიევაცი, საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორი მარიამ გობრონიძე და სამართლის უზენაესობის რეგიონალური ჰაბის იურისტი ირინა ხახუტაიშვილი, და CJI-ს თანამშრომლებს სასამართლოს მენეჯერი ინგა ფუტკარაძე მიესალმა, რომელმაც სტუმრებს დაათვალიერებინა სასამართლო და სასამართლო ოპერაციების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხა. მათ ასევე, სასამართლოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბეჟანიძეც შეხვდა.

26 აპრილს, ამერიკელ სტუმრებს საპატიო დახვედრა მოუწყვეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სადაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მთავარ მრჩეველთან, ეკატერინე მჟავანაძეს შეხვდნენ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მხარეებმა დეტალური მოსაზრებები გაცვალეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს ადმინისტრაციული მართვა, საერთაშორისო კონსტიტუციური სამართლის იურისპრუდენცია, საქმის განხილვა და საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი კოლეგიების ფუნქციონირება.

28 აპრილს, ხაშურის რაიონულ სასამართლოში ვიზიტი გაიმართა, სადაც სტუმრებს სასამართლოს მენეჯერმა, გოჩა მელიქიძემ საკმაოდ ინფორმაციული ტური მოუწყო, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს მანდატურებს, სასამართლოს რეესტრისა და კანცელარიის ხელმძღვანელებს გაესაუბრნენ. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ტურის შემდეგ სტუმრებს სასამართლოს თავმჯდომარე, მევლუდ ხათაშვილიც მიესალმა.

მონაწილეებმა ვიზიტები შეაფასეს, როგორც ძალიან ინფორმაციული და სასარგებლო ყოველდღიური საქმიანობისთვის და გამოთქვეს სურვილი, სამომავლოდ მონაწილეობა მიიღონ მსგავს აქტივობებში. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა გააგრძელებს მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერას, საქართველოში სასამართლო ადმინისტრირების გაუმჯობესებითა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვით გახადოს სასამართლო ოპერაციები უფრო ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები