Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 ნოე 2023

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების კამპანია დაიწყეს

დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება მძიმედ აისახება დასაქმებულზე და იწვევს სამუშაოს შესრულების შეფერხებას, ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ქცევა, რომელიც მეორე პირისთვის არანებაყოფლობითი და არასასურველია და მას არაკომფორტულ გარემოს უქმნის, არის კანონით აკრძალული. 

2023 წლის ნომერბერში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატმა, დაიწყო სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების სამთვიანი კამპანია.

კამპანიის ფარგლებში შემუშავდა პოსტერები, რომელზეც ასახულია სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმები, ვერბალური, არავერბალური, ფიზიკური და „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ“. პოსტერები განთავსდა თბილისის მეტროს ყველა ვაგონში და ექვს ბაქანზე, მათ შორის ახმეტელის თეატრის, დიდუბის, ვაგზლის მოედნის, რუსთაველის, თავისუფლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ჩათვლით.  ბოლო მონაცემებით, თბილისის მეტროპოლიტენს, მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჰყავდა 15 მილიონი ვიზიტორი.

ამ კამპანიის მთავარი მიზანი, სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებაა და მათი ინფორმირებულობა, იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი უფლებები, თუკი გახდებიან სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ან შეესწრებიან მსგავს შემთხვევას სამსახურში. გარდა ამისა, კამპანია გაზრდის დამსაქმებლების ინფორმირებულობას, იმის შესახებ, რომ შრომის უფლებების დაცვა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნა არის ვალდებულება, რაც მათ კანონმდებლობით აკისრიათ.

“საქართველოს სახალხო დამცველი როგორც, ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმი, სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის, განიხილავს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევებს და დარღვევის დადგენის შემთხვევაში რეკომენდაცია/წინადადებებით მიმართავს შესაბამის ორგანიზაციებს, იქნება ეს საჯარო ინსტიტუტები თუ კერძო კომპანიები. სახალხო დამცველის აპარატი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკაშირებით, ასევე ატარებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. აპარატს შემუშავებული აქვს სპეციალური ონლაინ კურსი, რომელიც მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება საჯარო სივრცეში და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე, ასევე, გთავაზობთ გაეცნოთ ადამიანის უფლებების სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ემსახურება სექსუალური შევიწროების პრევენციას.” - აღნიშნა სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები