Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 დეკ 2022

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

სახალხო დამცველის აპარატმა, USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა ღონისძიება, სადაც საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების გამოწვევებზე და ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლზე.

ღონისძიებაზე 214 მონაწილე შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

„მთავარი ღირებულება, რაც სახალხო დამცველის აპარატს ამოძრავებს, არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველოს შენება. თითოეული ჩვენი ქმედება მიმართულია ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვრისკენ და ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებისკენ. ვამაყობ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეასრულა დაკისრებული როლი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში. ვიმედოვნებ, რომ მომავალი სახალხო დამცველი, გააგრძელებს ამ გზას, რადგან საქართველოში ყველა ადამიანს სჭირდება სახალხო დამცველი, მიუხედავად მისი ამჟამინდელი პოზიციისა თუ სამართლებრივი სტატუსისა.“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ღონისძიების გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ ისაუბრეს სახალხო დამცველისა და მისი აპარატის კონსტიტუციურ მოვალეობებზე, ასევე მისი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელობაზე. მათ მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ლომჯარიას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ხაზი გაუსვეს აპარატის თანამშრომელთა უზადო კვალიფიკაციას.

„სახალხო დამცველის აპარატი იყო შეერთებული შტატების დიდი ხნის პარტნიორი, მისი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის სტატუსის გამო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფუნდამენტურ უფლებებს. სახალხო დამცველის აპარატის არაჩვეულებრივი გუნდი ყოველდღე მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს თავისი უფლებებით, რელიგიური თავისუფლებით, გენდერული თანასწორობითა და ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემით.“ - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

ქალბატონი ლომჯარიას გამოსვლაში „ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო შესაძლებლობები ევროინტეგრაციის გზაზე“ სახალხო დამცველმა წარმოადგინა აპარატის ხუთწლიანი საქმიანობის ანგარიში, რომელშიც ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლო რეკომენდაციები.

მონაწილეებმა ასევე სახალხო დამცველის აპარატის ბოლო ხუთი წლის მიღწევების შემაჯამებელი ვიდეო იხილეს. ვიდეოში სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა მიმართულებებზე, მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებზე, ინსტიტუტისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე, აპარატის როლსა და მნიშვნელობაზე. ვიდეოს გადაღება შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები