Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 - 07 ივნ, 2023

სახალხო დამცველის აპარატი თანამშრომლობს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან სტრატეგიული სამართალწარმოების 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმის მომზადებაში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატს 2023-2024 წლების სტრატეგიული სამართალწარმოების სამოქმედო გეგმის მომზადებაში.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, 6-7 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის ცხრამეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე, სადაც განიხილეს სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს მიმდინარე საქმეები და ახალი პრიორიტეტული მიმართულებები.

მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა, მადლობა გადაუხადა პროგრამას სახალხო დამცველის აპარატისა და მისი სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოსადმი მხარდაჭერისთვის. ელენე ღუდუშაურმა ხაზი გაუსვა ამგვარი შეხვედრის მნიშვნელობას სახალხო დამცველის სტრატეგიული სამართალწარმოების ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით და ის ძირითადი პრიორიტეტები გამოყო, რომლებთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სამართალწარმოებას გეგმავს. სახალხო დამცველის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო სისხლის საპროცესო უფლებების, ასევე გამოხატვის თავისუფლების ეფექტური დაცვის მიმართულებები.

სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს უფროსმა, მიხეილ შარაშიძემ, დამსწრეებს, 2022 წლის სტრატეგიული სამართალწარმოების სამოქმედო გეგმის შესრულებისა და შეტანილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ახალი პრიორიტეტული მიმართულებები მოიცავს საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართალსა და სამართლიანი სასამართლო უფლებასთან, თანასწორობასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან, ბავშვთა უფლებებთან და სოციალურ, სამოქალაქო და კულტურულ უფლებებთან.

შეხვედრაზე USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მრჩეველმა ეკა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ სტრატეგიული სამართალწარმოების გაძლიერება პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. Მან გამოთქვა კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეხედრა წელსაც ტარდება და ისაუბრა სახალხო დამცველის ოფისის მიერ სამუშაო პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო გამოწვევების გადაჭრის მნიშვნელობაზე.

გასულმა წელმა აჩვენა, რომ აქტიური სამართლებრივი დისკუსია საკნონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ პრობლემურ საკითხებზე, საქმეების წარმატებით დასრულების შესაძებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. Მან ასევე გამოთქვა პროგრამის მზადყოფნა გააძლიეროს თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის და მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული სამართალწარმოების სექტორულ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ  სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, სისხლის სამართლის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, ბავშვის უფლებების, და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს თემატური ცხრამეტი შესაძლო თემატური საკითხი ახალ სამოქმედო გეგმაში შესატანად.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები