2024 წლის 18-20 ნოემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მხარი დაუჭირა სამდღიან ტრენინგს ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც დაეხმარა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს საერთაშორისო კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის ცოდნისა და გამოყენების გაუმჯობესებაში.
ტრენინგს ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის 25 წარმომადგენელი სხვადასხვა დეპარტამენდებიდან, მათ შორის ბავშვთა უფლებების, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების, უფლებადარღვევის პირველადი შემოწმების, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ანალიტიკური და რეგიონული დეპარტამენტები, და სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველო.
ტრენინგის პირველ სესიას ადამიანის უფლებათა ექსპერტი, ანა არგანაშვილი, უძღვებოდა. ექსპერტმა ისაუბრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე, რომელიც ონლაინ გარემოში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის დანაშაულებზე ვრცელდება. მონაწილეებმა განიხილეს ლანზაროტისა და ბუდაპეშტის კონვენციების დებულებები და დანაშაულებები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ბავშვების გარყვნა და პორნოგრაფია. ასევე იმსჯელეს მონაცემთა შენახვის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მულტიდისციპლინურ მიდგომაზე, გაეროს კომიტეტის ძირითად კომენტარებზე და საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორიცაა ევროპოლი, ევროჯასტი და ინტერპოლი.
ტრენიგის მეორე ნაწილი, რომელსაც უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ექსპერტი ბესარიონ ბოხაშვილი, ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვთა უფლებები და დისკრიმინაციის აკრძალვა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტი, ძალადობისაგან დაცვა, მიგრაცია და ბავშვის საუკეთესო ინტერესები. დასკვნით სესიაზე მონაწილეებმა განიხილეს ჰააგის კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) საქმეები, სადაც ყურადღება ასევე გამახვილდა ბავშვთა გატაცების საქმეებზე და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე.
ეს ინიციატივა ხაზს უსვამს სახალხო დამცველის აპარატის ვალდებულებას ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერებაში და მისი მიზანია საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება.