Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 - 21 ივნ, 2024

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატს 2024-2025 წლების სტრატეგიული სამართალწარმოების სამოქმედო გეგმის მომზადებაში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატს სტრატეგიული სამართალწარმოების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის მომზადებაში.

20-21 ივნისს, პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის ცხრამეტი თანამშრომელი დაესწრო. მონაწილეებმა სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს მიმდინარე საქმეები განიხილეს და ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. 

სამმართველოს ხელმძღვანელმა, მიხეილ შარაშიძემ, 2023 წლის სტრატეგიული სამართალწარმოების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ სიახლეები და აპარატის მიერ შეტანილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მომავალი სამოქმედო გეგმის ახალი პრიორიტეტული მიმართულებები მოიცავს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს, თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების და სოციალურ, სამოქალაქო და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებს.

USAID კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის სამართლის უზენაესობის პროგრამის მენეჯმერმა, რუსუდან ტაბატაძემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული სამართალწარმოების გაძლიერება USAID-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მან განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველო გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დაცვაში და რომ USAID-ი მხარს დაუჭერს აპარატს ამ მიმართულებით მანდატის გამოყენებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, ბავშვის უფლებების, და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განსაზღვრეს 20 შესაძლო თემატური საკითხი, რომლებიც მომავალ სამოქმედო გეგმაში აისახება.  

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები