Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 ოქტ 2023

საჯარო დისკუსია სტუდენტებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საჯარო დისკუსიებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე.

2023 წლის 17 ოქტომბერს, პროგრამის მხარდაჭერით, ორგანიზაცია დემოკრატიის მცველებმა (DemDef) მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლო გადაწყვეტებზე სტუდენტებისთვის დებატები გამართა. გიორგი მშვენიერაძემ, DemDef-ის წარმომადგენელმა და დავით ზედელაშვილმა Gnomon Wise-ის (საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი) მკვლევარმა საქართველოს უნივერსიტეტის 40-ზე მეტ სტუდენტს წარუდგინეს განსხვავებული შეხედულებები სასამართლო რეფორმის შესახებ.

გიორგი მშვენიერაძემ წარადგინა რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია DemDef-ისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში „12 ნაბიჯი სამართლიანი სასამართლოსთვის.“ დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა, მოსამართლეების მივლინება, სასამართლოს სპეციალიზაციები, დისციპლინური სამართალწარმოება, საქმეების განაწილება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა და სასამართლოს დატვირთულობა. აღინიშნა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

დავით ზედელაშვილმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ძირითადი პრობლემები მიმოიხილა. მისი მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში ძალაუფლების დეცენტრალიზაცია ფუნდამენტური რეფორმის უპირველესი მიზანი უნდა იყოს.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საუბარი შეეხო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლსა და ფუნქციებს, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეების დივერსიფიკაციას და სასამართლო რეფორმებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.

ეს იყო მეოთხე დისკუსია დემოკრატიის მცველების მიერ ორგანიზებული დებატების სერიიდან, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ხელს უწყობს საჯარო დისკუსიას საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ. პროექტის მსვლელობისას სტუდენტებისთვის რვა მსგავსი ღონისძიება გაიმართება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები