Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 მაი 2023

საჯარო დისკუსია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებთან

გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ბოლო წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) გამოიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ამ უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

130-ზე მეტი სამართლის სტუდენტი თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თელავიდან, დაესწრო - ECtHR-ის გამოხატვის თავისუფლების თაობაზე უახლესი გადაწყვეტილებების შესახებ და საქართველოს წინააღმდეგ საქმეებთან დაკავშირებულ - საჯარო დისკუსიას.

ღონისძიება მართლმსაჯულების სახლის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. დისკუსიის დროს სტუდენტებს მიეცათ საშუალება მოესმინათ ECtHR-ის ორი მოსამართლისთვის, ლადო ჭანტურიასა და ტიმ ეიკესთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მათ გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი სტანდარტებისა და პრინციპების შესახებ.

მისასალმებელ სიტყვაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ ხაზი გაუსვა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების შესაძლებლობას (განსაკუთრებით მათთვის ვინც ისწრაფვის პროფესიული მოღვაწეობა გააგრძელონ ევროპაში ადამიანის უფლებების მიმართულებით) მოუსმინონ ECtHR-ის მოსამართლეებს. მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ევროპელ სტუმრებს ვიზიტისთვის.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა ასოციაციის რეფორმის სპეციალისტმა, მარიამ ვარდოსანიძემ ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, რის შედეგადაც სამართლის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ დისკუსიებში ადამიანების უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ, რაც მათ ეხმარება კრიტიკული აზროვნების უნარებისა და სამართლებრივი ანალიზის უნარების განვითარებაში, და ეს ყოველივე კი აუცილებელია მათი მომავალი წარმატებული კარიერისთვის.

მოსამართლე ჭანტურიამ მოუწოდა სტუდენტებს, დეტალურად წაიკითხონ ECtHR-ის გადაწყვეტილებები, რადგან ისინი იძლევა ღირებულ შესაძლებლობას, გაიგონ, თუ როგორ განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და იყენებს ადამიანის უფლებათა პრინციპებს რეალურ სიტუაციებში.

მან ისაუბრა მე-10 მუხლის მნიშვნელობაზე, რომელიც იცავს პიროვნების უფლებას ჰქონდეს აზრი და თავისუფლად გამოხატოს იგი მთავრობის ჩარევის გარეშე და განიხილა ევროპის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ურთმელიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ და ჟდანოკი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილებები ასახავს ECtHR-ის როლს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვაში საქართველოში და იმის უზრუნველყოფას, რომ ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს პირთა უფლებებს, გააკრიტიკონ ხელისუფლების წარმომადგენლები, შექმნან პოლიტიკური პარტიები და მშვიდობიანად გააპროტესტონ მთავრობის პოლიტიკა და კერძო პროექტები.

მოსამართლე ეიკემ განიხილა ECtHR გადაწყვეტილებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ევროპაში გამოხატვის თავისუფლების ინტერპრეტაციისა და გამოყენების ფორმირებაში, როგორიცაა Axel Springer AG v. Germany, E.S. ავსტრიის წინააღმდეგ და Cumhuriyet თურქეთის წინააღმდეგ.

დისკუსიამ აქტიურად ჩაიარა და სტუდენტებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის ECtHR-ში სარჩელის დასაშვებობაზე, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საქმეებისადმი მიდგომაზე, ECtHR-ის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ახალი ტექნოლოგიებისა და ფორმების გავლენაზე, და სოციალურ მედიაზე როგორც გამოხატვის საშუალებაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები