Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 დეკ 2023

საჯარო ლექცია თემაზე საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და სასამართლოა და საზოგადოებას შორის ჩართულობა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისთვის

2023 წლის 8 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ჩაატარა ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა (PCJ) და სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა 40 სტუდენტი და აკადემიური პერსონალი, როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) იურიდიული, ასევე სხვა ფაკულტეტებიდან.

ანა ფირცხალაშვილმა, სეუ-ს პრორექტორმა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას და ამერიკელ ხალხს საქართველოსადმი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა სურვილი, პროგრამისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მეტი ერთობლივი აქტივობა დაიგეგმოს.

დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, ლექცია წაიკითხა და სტუდენტებთან აქტიურ დისკუსიაში ჩაერთო. მან მოიყვანა სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები და გააცნო მათ PCJ-ის პრინციპები. მან მონაწილეებს წარუდგინა სასამართლოსთან საზოგადოების ურთიერთჩართულობის წარმატებული მაგალითები, რაც იწვევს საზოგადოების უფრო დიდ ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.

დოქტორმა ბუნიევაცმა უფრო დეტალურად განმარტა PCJ-ის კონცეფცია, მონაწილეებს გააცნო შესაბამისი თეორიები და დიზაინის მიდგომები და განიხილა მართლმსაჯულების სისტემის ადგილობრივ თემთან ჩართულობის გაძლიერების სტრატეგიები. მან მიმოიხილა განსხვავება ტრადიციულ და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ სასამართლოებს შორის, სასამართლოებში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედი, სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის სასამართლო შენობებს მიღმა გაფართოების პოტენციური გზები  და სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად სხვადასხვა გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები