Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 აპრ 2023

საჯარო ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის შესახებ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გამართა ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა (PCJ) და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის შესახებ, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმოცი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

სესიას უძღვებოდა დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოებრივი ჩართულობის საკითხებში. მან წარმოადგინა სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკა მთელი მსოფლიოდან და მონაწილეებს გააცნო PCJ-ის ძირითადი ცნებები და თეორია. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა სასამართლოს საზოგადოებასთან ჩატარებული ღონისძიებების წარმატებული მაგალითების შესახებ, რომლებიც სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზანს ემსახურება.

დოქტორმა ბუნიევაცმა სიღრმისეულად ისაუბრა PCJ-ის კონცეფციაზე, მათ შორის შესაბამისი თეორიისა და დიზაინის მიდგომების შესახებ, და განიხილა სტრატეგიები სასამართლოების სხვადასხვა თემთან/საზოგადოებრივ ჯგუფებთან ჩართულობის გაზრდის მიზნით.

სესია მოიცავდა ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა ტრადიციულ და პრობლემის გადამჭრელ სასამართლოებს შორის განსხვავებები, სასამართლოებში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედი, სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის გაფართოების შესაძლო სფეროები სასამართლოს გარეთ, სასამართლო-საზოგადოების გამოკითხვის მაგალითები, სასამართლო-საზოგადოების მრჩეველთა საბჭოების როლი და ფუნქციები და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები.

მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს სამომავლოდ სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ მსგავს საჯარო ლექციებზე დასწრების შესახებ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები