Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 ივნ 2023

საჯარო ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის

საქართველოში აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2023 წლის 15 ივნისს პროგრამამ ჩაატარა ლექცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა (PCJ) და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის შესახებ, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმოცი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველი, უძღვებოდა სესიას, რომელზეც წარმოადგინა სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკა მთელი მსოფლიოდან და მონაწილეებს გააცნო PCJ-ის თეორია და ძირითადი ცნებები.

მონაწილეები გაეცნენ სასამართლოს აქტივობების წარმატებულ მაგალითებს, რომლებიც შეიქმნა სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.

ლექციის დროს დოქტორმა ბუნიევაცმა განმარტა PCJ-ის კონცეფცია, მათ შორის შესაბამისი თეორია და დიზაინის მიდგომები და განიხილა სასამართლოების სხვადასხვა თემთან/საზოგადოებრივ ჯგუფებთან ჩართულობის გაზრდის სტრატეგიები.

სესია მოიცავდა ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა ტრადიციულ და პრობლემის გადამჭრელ სასამართლოებს შორის განსხვავებები, სასამართლოებში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედი, სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის გაფართოების შესაძლო სფეროები სასამართლოს გარეთ, სასამართლო-საზოგადოების გამოკითხვის მაგალითები, სასამართლო-საზოგადოების მრჩეველთა საბჭოების როლი და ფუნქციები და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები.

ყველა მონაწილემ გამოხატა ინტერესი მომავალში სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ PCJ-სთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასწრების შესახებ.

სემინარის შემდეგ, PCJ-ის მიმართულებით პროგრამასა და თსუ-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად, პროგრამის წარმომადგენლები შეხვდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს გიორგი დგებუაძეს და აკადემიური პერსონალის წევრს მარიკა ტურავას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები