Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 მაი 2024

საჯარო ლექცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში - საკონსტიტუციო ზედამხედველობის შესახებ

30 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა)სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით გამართა საჯარო ლექცია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის მონაწილეობით.

ლექციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლამცოდნეობისა და საჯარო მმართველობის პროგრამების 30-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართეს: რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცმა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა დავით ხობელიამ. ახალკაცმა ხაზი გაუსვა სტუდენტების დარგის წამყვან ექსპერტებთან შეხვედრის მნიშვნელობას და ასეთი ურთიერთქმედების საჭიროებას მათი პროფესიული განვითარებისთვის.

გიორგი ჩხეიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, სტუდენტებს წარუდგინა პროგრამის ძირითადი ინიციატივები და ის შესაძლებლობები, რიმელიც აძლევს მომავალ თაობას იურიდიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების საშუალებას.

მოსამართლე კობახიძემ  განიხილა  საქართველოს კონსტიტუციის ისტორია მრავალმხრივ კონტექტსტში, სადაც ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა მეშვეობით განხორციელებულ ზედამხედველობის გადამწყვეტ როლს. მან ყურადღება გაამახვილა სასამართლოს მთავარ პასუხისმგებლობაზე ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების დაცვაში და დეტალურად იმსჯელა იმ ჩაჩოების გაფართოებაზე, რომელიც საჭიროა სამართლის უზენაესობისთვის.

გარდა ამისა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ კითხვების დასმის ნაწილში და მიიღეს დამატებითი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს დატვირთვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების შესახებ.

ეს გახლდათ ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის მიერ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ორგანიზებული რიგით მესამე საჯარო ლექცია. სამართლის უზენაესობის ახალციხის ჰაბი 2023 წლის დეკემბერში დაარსდა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები