Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 დეკ 2022

საჯარო დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართა საჯარო დისკუსია სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ.

ღონისძიება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის ნაწილს და ქმნის სასამართლოს კომუნიკაციის პლატფორმას რიგით მოქალაქეებთან და იურიდიულ საზოგადოებასთან. ღონისძიებამ ასევე მისცა პრაქტიკული შესაძლებლობა საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, იურისტებს და აკადემიურ წრეებს, განეხილათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად ფორმალურ გარემოში.

სადისკუსიოდ წარმოდგენილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში სადავო იყო ის დებულება, რომელიც ბრალდებულს ავალდებულებს თქვას მხოლოდ სიმართლე, თუ იგი გადაწყვეტს სასამართლოში ჩვენების მიცემას. ამასთან, საკონსტიტუციო წარდგინების ავტორი, მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი აღნიშნავდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები, რომელიც ზღუდავდა მოსამართლის უფლებამოსილებას, დასვას კითხვები მხარეებთან შეთანხმების გარეშე, არაკონსტიტუციური იყო, რამდენადაც არღვევდა მხარეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლეს ეზღუდებოდა, კითხვის, მათ შორის, იმ ფორმით დასმის შესაძლებლობა, რომელიც არ ზღუდავდა მხარეთა თანასწორობის/შეჯიბრებითობის პრინციპს და მოსამართლის მიუკერძოებლობას. შესაბამისად, სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა  მართლმსაჯულების ინტერესებთან და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუთავსებლად მიიჩნია. 

რაც შეეხება, ბრალდებულის დუმილის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდებულს ბუნებრივად შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსთვის ფაქტების არასწორად მიწოდების ინტერესი. შესაბამისად, ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება ბრალდებულის ჩვენების სანდოობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. შესაბამისად, ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ ეწინააღმდეგება თვითინკრიმინაციისაგან დაცვის კონსტიტუციურ პრივილეგიას და შესაბამისად, ეს ნორმა არაკონსტიტუციური არ არის.

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა კობახიძემ გახსნეს. გადაწყვეტილებაზე საქმის მომხსენებელმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა ისაუბრა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ადვოკატთა და აკადემიის წარმომადგენლების მიერ დასმულმა კითხვებმა ხაზი გაუსვა იმ სამართლებრივ შედეგებს და გამოწვევებს, რომლებსაც იურისტები პრაქტიკაში შეხვდებიან ამ გადაწყვეტილების შემდეგ. დისკუსია მოიცავდა გამოწვევების მიმოხილვას როგორც კონტინენტური, ასევე ანგლო-ამერიკული სამართლებრივი პერსპექტივიდან, რამაც საშუალება მისცა მონაწილეებს  უკეთ გაეაზრებინათ გადაწყვეტილების დასაბუთება საკონსტიტუციო სასამართლოს პერსპექტივიდან. 

მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს უახლეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომავალშიც გაიმართება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები