Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 დეკ 2022

საჯარო ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მეტი გაეგოთ ამერიკელი მოსამართლის. ჯეიმს რედვაინის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძისგან მოსამართლის როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში. 

საჯარო ლექცია გაიმართა 2022 წლის 9 დეკემბერს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით და მიეძღვნა ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. 

იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ლევან ჯაყელი მიესალმა სტუდენტებს და ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას იურისტების მომავალი თაობისთვის.

„სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია ხშირი კომუნიკაცია და კავშირი მოსამართლეებთან, რათა უკეთ გაიგონ თუ რა გავლენას ახდენს მართლმსაჯულების სისტემა საზოგადოებაზე და როგორ შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში “ - აღნიშნა მან. 

მოსამართლე რედვაინმა გამართა დისკუსია „კარგი მოსამართლის“ მახასიათებლების შესახებ. მან აღნიშნა: „იყო კარგი მოსამართლე კომპლექსური ვალდებულებაა, რომელიც მტკიცე ხასიათს მოითხოვს მოსამართლისგან. ხშირად მათ უწევთ არჩევანის გაკეთება მარტივ არასწორსა და რთულ სწორს შორის, როგორც მოსამართლის სკამზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მტკიცე ხასიათი ყოველთვის მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია იყო და არის მოსამართლისთვის. როგორც სოკრატემ უთხრა ათენელ მოსამართლეებს 2400 წლის წინ „თქვენი ვალდებულებაა მართლმსაჯულების აღსრულება და არა საჩუქრის გაკეთებაა“. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ საკუთარი პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილა საერთო სასამართლოების და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების როლზე ადამიანის უფლებების სტანდარტის განსაზღვრასა და დაცვაში. მან ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რამაც დადებითი გავლენა იქონია ადამიანის უფლებებზე და კონსტიტუციური ღირებულებების დაცვაზე: „მაგალითად მოვიყვან საქმეს, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ნარკოტიკულ დანაშაულებზე და არაკონსტიტუციურად როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გარკვეული ოდენობის მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შენახვა/შეძენისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მოუწოდა პარლამენტს ეროვნულ დონეზე გადაეხედა ნარკოპოლიტიკისთვის“. 

შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები