Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 იან 2023

სემინარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის შესახებ

ბათუმში სამართლის უზენაესობის ჰაბის შექმნის შემდეგ, აჭარის რეგიონში სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერება არის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

2023 წლის 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22-მა თანამშრომელმა, მათ შორის სამმა მოსამართლემ, მიიღო მონაწილეობა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სემინარში, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების (PCJ) და სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობას ეხებოდა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, დოქტორ ტიმ ბუნიევაცმა და საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორმა, მარიამ გობრონიძემ გამართეს სესია სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის პრაქტიკის შესახებ მთელი მსოფლიოდან და მონაწილეებს გააცნეს PCJ-ის ცნებები და თეორია.

ამერიკელმა მოსამართლემ, ჯეიმს რედვაინმა ასევე ისაუბრა მოსამართლის პოზიციაზე ყოფნის დროს მისი გამოცდილების შესახებ PCJ-ის ინიციატივებთან და სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის პრაქტიკასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა გაიგეს მეტი ამერიკის სასამართლოს წარმატებული პრაქტიკის/საშუალებების შესახებ, რომლებიც შექმნილია სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.

ბუნიევაცმა ისაუბრა PCJ-ის კონცეფციაზე, მათ შორის შესაბამის თეორიასა და მიდგომებზე, და გამოიკვლია სასამართლოების ჩართულობის გაზრდის სტრატეგიები სასამართლოს სხვადასხვა თემთან. მან ასევე მიმოიხილა - ტრადიციულ და პრობლემის გადამჭრელ სასამართლოებს შორის განსხვავებები; საზოგადოებაზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედი სასამართლოებში; სასამართლოს გარეთ სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის გაფართოების შესაძლო სფეროები; სასამართლო-სათემო გამოკითხვის მაგალითები; სასამართლო-სათემო მრჩეველთა საბჭოების როლები და ფუნქციები; და გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის მხარდასაჭერად.

მარიამ გობრონიძემ წარმოადგინა PCJ-ის ბოლოდროინდელი ინიციატივები, რომლებიც დაინერგა საქართველოს სასამართლოებში სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და წაახალისა მონაწილეები განეხილათ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით  ახალი სტრატეგიების დანერგვის პერსპექტივები. ბუნიევაცი და გობრონიძე მონაწილეებს დაეხმარნენ ჯგუფური სავარჯიშოების საშუალებით აჭარის რეგიონში თემის კონკრეტული სამართლებრივი საჭიროებების გამოვლენაში. ამის შემდეგ, ინტერაქტიული დისკუსია ფოკუსირებული იყო სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის წარმატებული გეგმის ელემენტების იდენტიფიცირებაზე. სესია დასრულდა კიდევ ერთი ჯგუფური სავარჯიშოთი, რომელიც მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების დაკმაყოფილებისა და სასამართლოსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის ჩართულობის გაზრდის მიზნით სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის გეგმის პროექტის შემუშავებას მოიცავდა.

„სემინარმა დამანახა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მნიშვნელობა. საზოგადოების სამართლებრივ საჭიროებებზე მეტად ორიენტირება სასამართლოსათვის წარმატებული გზაა საზოგადოების ნდობისა და რწმენის მოსაპოვებლად. უფრო მეტიც, სემინარი დაგვეხმარა იმის გაგებაში, რომ სულ მცირე რესურსითაც კი შესაძლებელია შეცვალო არსებული რეალობა და გახადო სასამართლო უფრო საზოგადოებაზე ორიენტირებული და მომხმარებლისთვის სანდო“. – ირმა ტოგონიძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

„სემინარი ნამდვილად დამეხმარა გამეგო სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხები და უკეთ აღმექვა მართლმსაჯულების წინაშე არსებული ის ბარიერები, რომლებსაც მომხმარებლები აწყდებიან სასამართლო სისტემაზე წვდომისას. სემინარის განმავლობაში განსაკუთრებით მომეწონა ჯგუფური სავარჯიშოები, რამაც საშუალება მოგვცა გვეფიქრა რეგიონში არსებულ კონკრეტულ სამართლებრივ საჭიროებებზე და განგვეხილა მათი გადაჭრის ეფექტიანი შესაძლებლობები“. – მარიანა გახოკიძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების უფროსი.

მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, პროგრამის გუნდისაგან მიიღონ დახმარება სემინარზე მომზადებული პროექტის საფუძველზე სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის საკუთარი გეგმის შემუშავებაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ პროგრამას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის იურისტის, ირინა ხახუტაიშვილის აქტიური ჩართულობით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა გააგრძელებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს მისი საქმიანობა და დაეხმაროს მას სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები