Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 - 17 ივნ, 2023

სემინარი მოსამართლეებისთვის - სასამართლო დარბაზში ქალებთან ეფექტური კომუნიკაციის შესახებ

2023 წლის 17 ივნისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით თბილისში გაიმართა სემინარი მოსამართლეებისთვის, სასამართლო დარბაზში ქალებთან ეფექტური კომუნიკაციის შესახებ. სემინარს ესწრებოდა 14 ქალი მოსამართლე სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფებიდან, მათ შორის ქალთა უფლებების პრაქტიკის წევრები.

სემინარს უძღვებოდა ექსპერტი ფსიქოლოგი ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე, რომელმაც სასამართლო დარბაზში მყოფი ქალებისა და მოსამართლეების წინაშე არსებული უნიკალური გამოწვევები განიხილა. მან ისაუბრა ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე სასამართლო პროცესის განმავლობაში, მათ შორის მათი თანასწორობის უფლების უზუნველყოფის, მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან უთანასწორო მოპყრობაზე რეაგირებისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლების ჩათვლით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლებსაც მოსამართლეები აწყდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებთან ურთიერთობისას. ტრენერმა ხაზი გაუსვა ტრავმის შესახებ ინფორმირებული მიდგომის და პატივისცემის გამომხატველი და ინკლუზიური ენის გამოყენების მნიშვნელობასაც.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ნაკლებობა, როგორიცაა ფსიქოლოგებთან ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ბევრ ქალს არ შეუძლია ასეთი სერვისების მიღება და სასამართლოები ვერ ავალდებულებენ მხარეებს თერაპია საკუთარი ხარჯით გაიარონ.

შეხვედრაზე მოსამართლეებმა განიხილეს სასამართლო პროცესში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიები, ხაზი გაუსვეს მოსამართლის მხრიდან მოთმინების, არაგამკიცხავი დამოკიდებულების და ღიაობის ჩვენების მნიშვნელობას. მათ ასევე ისაუბრეს საკუთარ თავში მიკერძოების ამოცნობისა და მასთან გამკლავების მნიშვნელობასა და მხარეთა კულტურული მიკუთვნებულობის მიმართ მგრძნობიარე მიდგომის აუცილებლობაზეც.

სემინარმა მოსამართლეებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ სასამართლო დარბაზში ქალებთან კომუნიკაციის გამოწვევები და შეემუშავებინათ მიდგომები ამ სირთულეების დასაძლევად.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები