Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 მარ 2023

სემინარი მოსამართლეებისთვის პროცესის შეფერხების შემცირებისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროცესის გაჭიანურების შემცირებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. მოსამართლე ჯოზეფ ბელიპანი, რომელიც ადრე კოლორადოს შტატის საპროცესო მოსამართლედ მუშაობდა, და მისი თანაშემწე, თამთა ჯღარკავა, უძღვებოდნენ საინფორმაციო სესიას პროცესის გადადების შემცირების ინსტრუმენტების შესახებ.

სამუშაო შეხვედრის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები დაიყვნენ მცირე ჯგუფებად, სადაც გონებრივი იერიშის სავარჯიშოების შედეგად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სხვადასხვა გზები შეიმუშავეს პროცესის გაჭიანურების მიზეზების აღმოსაფხვრელად.

მოსამართლე ბელიპანიმ აღნიშნა, რომ „მოსამართლეობა ხელოვნებაა და არა მეცნიერება“, და საჭიროა კონკრეტულ საკითხზე არა მეტი დროის დახარჯვა, არამედ დროის უფრო ეფექტიანად გამოყენება. მან ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ გამონახონ კრეატიული გზები არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში საკითხის მოსაგვარებლად და რომ არ არსებობს კონკრეტული მითითებები/წესები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას თითოეულმა მოსამართლემ აღნიშნულთან მიმართებით.

სემინარის ჩატარებამდე, მოსამართლე ბელიპანი 180-ზე მეტ სასამართლო სხდომას დაესწრო თბილისის საქალაქო სასამართლოში და უშუალოდ გაეცნო ქართველი მოსამართლეების სამუშაო დღეს. მან ასევე შეისწავლა ევროსაბჭოს ანგარიშებში წარმოდგენილი სტატისტიკა პროცესების გაჭიანურების შესახებ და ისინი სამუშაო შეხვედრაზე განხილულ ქართულ პრაქტიკას შეადარა.

მონაწილეების თქმით, სესიამ ნაყოფიერად ჩაიარა და ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი სამუშაო შეხვედრის დროს განხილული ზოგიერთი მაგალითი საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენონ. ქართველმა მოსამართლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ახალ-ახალი იდეები მიაწოდეს ერთმანეთს. მონაწილეთა ერთ-ერთი იდეა იყო თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენება, სარჩელის შეტანიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები