Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 თებ 2023

სემინარი მოსამართლეებისთვის სასამართლოებში ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ სასამართლოში ბავშვებთან ურთიერთობის საკითხების განსახილველად სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა თხუთმეტი მოსამართლე შეკრიბა, კერძოდ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან და ხელვაჩაურის და ოზურგეთის რაიონული სასამართლოებიდან.

სემინარში ასევე მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომლებიც სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით  2022 წლის სექტემბერში იმყოფებოდნენ აშშ-ში ბავშვის უფლებების შესახებ დაგეგმილი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. 

იმისთვის რომ, მოსამართლეებს შესძლებოდათ ღრმად გასცნობოდნენ სემინარზე განხილულ თემას და მოეძებნათ თანამედროვე და პრაქტიკული გზები ამ სფეროში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, გადაწყდა სემინარში, როგორც ბავშვთა ქართველი ფსიქოლოგის, ასევე ამერიკელი მოსამართლის მონაწილეობა. ამ მიზნით შეირჩნენ გამოცდილი ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე და ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი, რომელიც მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში გრძელვადიან მენტორობის მისიას ახორციელებს.

სემინარის თემები მოიცავდა: ფსიქოლოგიური ასპექტების მნიშვნელობას ბავშვთა მონაწილეობით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში; ბავშვების ფსიქოლოგიურ სირთულეებს და სისტემურ პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის რეაქციაზე საოჯახო დავების დროს; ბავშვის თვალით დანახულ სასამართლო პროცესს;  სასამართლოში ბავშვებთან და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებთან კომუნიკაციის თავისებურებებს; არასრულწლოვანზე მორგებული მართლმსაჯულების ფსიქოლოგიურ საკითხებს.

სემინარის დასაწყისში მოსამართლეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც აწყდებიან სასამართლო დარბაზებში არასრულწლოვანებთან ურთიერთობისას. ქართველმა ექსპერტმა და ამერიკელმა მოსამართლემ მონაწილეებს ურჩიეს თუ როგორ დაიწყონ ბავშვთან ურთიერთობა სასამართლოში, როგორ შეამცირონ ბავშვის ნერვიულობა, რაც გამოწვეულია სასამართლო გარემოსთან დაკავშირებული სტრესით, რა უნდა გააკეთოს მოსამართლემ მშობლების ზემოქმედების ან ფსიქოლოგიური ზეწოლის აღმოსაფხვრელად ჩვენების მიცემის დროს; როგორ შეუძლიათ მოსამართლეებმა განსაზღვრონ ბავშვის ნამდვილი ინტერესი; როგორი ფორმულირებით უნდა დაუსვან ბავშვებს კითხვები; რატომ უნდა მიაქციოს მოსამართლემ ყურადღება ბავშვის სტრესულ რეაქციებს მასთან ურთიერთობისას; როგორ უნდა მოიქცეს  მოსამართლე, თუ ბავშვი პასუხს არ სცემს დასმულ შეკითხვას; და როგორ გამიჯნონ ერთმანეთისაგან საზოგადოებრივი აზრი და ბავშვის ინტერესები.

აშშ-ს სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა თავიანთ კოლეგებს გაუზიარეს ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია ბავშვებთან სასამართლოში კომუნიკაციისა და არასრულწლოვანთა საქმეების განხილვის ამერიკული პრაქტიკის შესახებ.

აშშ-ს სასწავლო ვიზიტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ აღნიშნა, რომ მოსამართლემ ბავშვს პირად საუბარში უნდა აუხსნას, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მოსამართლის კანონით განსაზღვრული ვალდებულება და თუ მოსამართლე მიიღებს ბავშვისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას, ბავშვი არ უნდა გაბრაზდეს მშობლებზე ამ გადაწყვეტილების გამო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა აშშ-ში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში, კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებისთვის მოსახერხებელი სასამართლო გარემოს ტექნიკური მოწყობის შესახებ.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები