Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 მარ 2024

სემინარი საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ უნივერსიტეტის სამართლის პროფესორებისთვის

2023 წლის 16 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა) გამართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის სამართლის პროფესორებისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების (PCJ) და საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა 15 სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 აკადემიური პერსონალი, მათ შორის 5 რეგიონული უნივერსიტეტის თანამშრომლები.

პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე მიესალმა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა პროგრამის მზაობას ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების სისტემასა და აკადემიას შორის ჩართულობას საგრანტო დაფინანსების გზით, საგანმანათლებლო პროექტებით და ცნობიერების ამაღლების ინიციატივებით PCJ-ის სფეროში.

პირველი სესიის განმავლობაში, პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა წაიკითხა ლექცია, რომელიც მიზნად ისახავდა PCJ-ის პრინციპებისა და სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გლობალური პრაქტიკის მაგალითების გაცნობას. დოქტორმა ბუნიევაცმა განმარტა შესაბამისი თეორიები და დიზაინის მიდგომები და განიხილა მართლმსაჯულების სისტემის ადგილობრივ თემებთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების სტრატეგიები. მან განიხილა განსხვავებები ტრადიციულ და პრობლემების გადამჭრელ სასამართლოებს შორის, სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გაფართოების პოტენციური გზები სასამართლო შენობების საზღვრებს მიღმა და სხვადასხვა გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად. მან ისაუბრა სასამართლო დარბაზის დიზაინზე, რომელიც მოიცავს PCJ პრინციპების დანერგვას სასამართლოს მოწყვლადი მომხმარებლებისთვის, როგორიცაა ბავშვები ან მენტალური პრობლემების მქონე პირები. მან მოიყვანა საინფორმაციო ინიციატივების წარმატებული მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებისმართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის გაზრდას.

სესიაზე აკადემიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და სვამდნენ კითხვებს. მათ გამოთქვეს ინტერესი უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში PCJ-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ სემინარს, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს PCJ თეორიისა და დიზაინის მიდგომების ჩართვის გზებზე საქართველოს უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებში. მათ შეიმუშავეს ოთხი განსხვავებული მეთოდი PCJ-ის სწავლების პრაქტიკაში ინტეგრირებისთვის: 1) დამოუკიდებელი PCJ კურსის შექმნა; 2) ინტენსიური PCJ კურსის შემუშავება; 3) არსებული კურსების PCJ მოდულებით გამდიდრება; და 4) PCJ ელემენტების ჩართვა კლინიკურ და ე.წ. „street law” პროგრამებში, რომელიც უკვე შემოთავაზებულია სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათ განსაზღვრეს დეტალური მიდგომები თითოეული სწავლების მეთოდისთვის და შეიმუშავეს გადაჭრის გზები, რათა აკადემიური პროცესი მართლმსაჯულების სექტორთან მიმართებაში უფრო პრაქტიკული გახდეს.

ამასთანავე, მათ განიხილეს სტრატეგიები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქართულმა აკადემიურმა სექტორმა PCJ მიდგომის გათვალისწინებით განაგრძოს საქმიანობა და გააზიარეს ახალი საპროექტო იდეები პროგრამის მხარდაჭერით ამ კონცეფციის შემდგომი გავრცელების მიზნით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები